არსენა (1937)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ჯილდოები: 1941. სსრკ სახელმწიფო პრემია.
სიუჟეტი: მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი. დამშეული სოფელი ამაოდ სთხოვს თავად ციციშვილს გადაუვადოს ბეგარა. გლეხების ურჩობით განრისხებული თავადი ხანჯლით ყურს წააცლის მოხუც ოძელაშვილის. ჯარიდან დაბრუნებული არსენა ფიცს დებს, რომ შურს იძიებს მამის შეურაცხყოფისათვის. მას მხარს უჭერს სოფელიც, რომელიც ჯანყდება ძალმომრეობის წინააღმდეგ. არსენას რაზმი თავს ესხმის თავადის კარმიდამოს. ბარონი როზენი სოფელში დამსჯელ რაზმებს აგზავნის. ციციშვილი მოისყიდის შეძლებულ გლეხს, ფარსადანს და არსენას შეიპყრობენ. არსენას საცოლე ნენორუსი ოფიცრის, ყოფილი დეკაბრისტის დახმარებით არსენას ქლიბს გადასცემს, რომლის მეშვეობითაც ის ფეხიდან იშორებს ხუნდებს და გარბის ციხიდან. არსენა კვლაბ გლეხთა აჯანყებას ხელმძღვანელობს. ბარონი როზენი დიდძალ ჯარს აგზავნის და აჯანყება მარცხდება. არსენა იღუპება ისევ ფარსადანის ტყვიით განგმირული.
სცენარის ავტორები: სანდრო შანშიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ხალხური "არსენას ლექსის" მოტივების მიხედვით.
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვრები: ირაკლი გამრეკელი, თამარ აბაკელია
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმა: როსტისლავ ლაპინსკი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: სპარტაკ ბაღაშვილი (არსენა), ნატო ვაჩნაძე (ნენო), ალექსანდრე იმედაშვილი (ფარსადანი), ნუცა ჩხეიძე (დარეჯანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მანანა), ვიქტორ გამყრელიძე (გივი), ივანე პერესტიანი (ბარონი როზენი), პიოტრ მორსკოი (მიტროხინი), ვ.მატოვი (ოსტუჟევი), სეფე ლორთქიფანიძე (ციციშვილი), ზ.ლეჟავა (ზურიკო), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მარიკა, ზურიკოს დედა)
ხანგრძლივობა: 94'
ფერი: შავ-თეთრი
"სახკინმრეწვი"