მეგობრობა (1940)
რეჟისორი: სიკო დოლიძე
სიუჟეტი: სოფელ შრომის კოლმეურნეები მასპინძლობენ უკრაინელ კოლმეურნეთა დელეგაციას, რომელიც სოციალისტურ შეჯიბრებაზე ხელშეკრულების დასადებად ჩამოვიდა. მათ შორის გულითადი მეგობრობა მყარდება. შემდეგ ქართველი კოლმეურნეებიც სტუმრობენ უკრაინას. შეჯიბრი ამაღლებს კოლმეურნეთა შრომით აქტივობას, ორივე კოლმეურნეობა მაღალ მოსავალს იღებს. შრომის ზეიმს ემატება ქორწილიც ქართველ ჭაბუკსა და უკრაინელ ქალიშვილს შორის, რომელთაც დიდი ხანია მოსწონთ ერთმანეთი.
სცენარის ავტორები: სიკო დოლიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე
ოპერატორი: შალვა აფაქიძე
მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: სერგო ზაქარიაძე (ვარდენი, ბრიგადირი), თამარ ციციშვილი (თამარი, აგრონომი), ლევან ხოტივარი (არისტო, პარტკომის მდივანი), ემანუელ აფხაიძე (კირილე, კოლმეურნეობის თავმჯდომარე), ტატიანა შარატა-დოლიძე (გალინა, ტრაქტორისტი), არკადი ხინთიბიძე (ფოსტალიონი), სტეპან შკურატი (შკურატი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე), დ.ნეგინა (მისი მეუღლე), ლარისა ემელიანცევა (ოქსანა), ვალერიან დოლიძე (არჩილი, ტრაქტორისტი), ლუკა ლიაშენკო (მტს-ის დირექტორი), ცეცილია წუწუნავა (კესარია), სანდრო კანდელაკი (სანდრო), ჩიტოლია ჩხეიძე (ჩიტოლია)
ხანგრძლივობა: 85'
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"