ხიდი (1942)
რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სიუჟეტი: 1942 წელი. საბჭოთა არმიის დანაყოფს მდინარეზე გადასასვლელი ხიდი აფეთქებული დახვდება. მისი აღდგენა ილო გიგაურის ბატალიონს ევალება. მოწინააღმდეგის არტილერიის გამუდმებულ ცეცხლში მებრძოლები თავგანწირვით მუშაობენ ხიდი აღსადგენად და წარმატებით ასრულებენ საბრძოლო დავალებას.
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
თანარეჟისორი: შოთა მანაგაძე
ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მხატვარი: კ. კიკნაძე
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარაიანი
ხმა: ბ.იაკობაშვილი, რაფიელ კეზელი
როლები: გიორგი შავგულიძე (ილო), მედეა ჯაფარიძე (მანანა), გიორგი ფრონისპირელი (გიორგი, მანანას მამა), პაველ ერმილოვი (კოზლოვი, უფ.ლეიტენანტი), დავით ლორთქიფანიძე (სერჟანტი), პიოტრ დოლჟანოვი (ბარუთა)
ხანგრძლივობა: 40'
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"