მამაცი მთასვლელები (1950)

ანიმაცია

რეჟისორები: ვლადიმერ მუჯირი, არკადი ხინთიბიძე

სიუჟეტი: განუყრელი მეგობრები, დათუნია და ჯეირანი მთების დასალაშქრად მიემგზავრებიან. იქვე დედა კურდღელი თავის ბაჭიას აცილებს. ბაჭიას მგზავრობისას მატარებლის ფანჯარასთან ჩაეძინება და მას სვავი იტაცებს. მაგრამ მეგობრები გადაარჩენენ ბაჭიას და თან გაიყოლებენ მწვერვალის დასაპყრობად. სვავი კვლავ  არ იშლის თავისას, მაგრამ არაფერი გამოსდის და იღუპება. მეგობრები მიაღწევენ მწვერვალს და ბაჭიაც გაბედული მთასვლელი ხდება.

სცენარის ავტორი: ვლადიმერ  მუჯირი

მხატვარი: მიხეილ სეხნიაშვილი

ოპერატორები: ლუბა კვალიაშვილი, სარა სპარსიაშვილი

კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე

ხმა: როსტისლავ ლაპინსკი, ვასილ დოლენკო

ხანგრძლივობა: 10'

ფერი: ფერადი 

 

"თბილისის კინოსტუდია"