არჩილ კერესელიძე

კომპოზიტორი

        

 24.12.1912 (დაბა ღუნიბი, დაღესტანი) - 21.12.1971, თბილისი

 

 საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950)

 ჩრდილოეთ ოსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958)

 საქართველოს სახალხო არტისტი (1961)

 ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ, 1974) 

1934 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ანასტასია ვირსალაძის საფორტეპიანო და მ. ბაგრინოვსკის საკომპოზიციო კლასები),  1939 წელს - მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ნიკოლოზ მიასკოვსკის კლასი).

იგი 17 წლის სტუდენტი იყო, როცა საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი გახდა; 16-17 წლის ასაკში მან უკვე შექმნა ორი ცეკვა — "ფარიკაობა" და "მთიულური", რომლებმაც მაღალი შეფასება მიიღო თვით ზაქარია ფალიაშვილისგან.  

1940–1944 წლებში ასწავლიდა პოლიფონიას ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1940–1946 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე, 1953–1971  წლებში - კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური რედაქტორი; 

  შექმნილი აქვს: ოპერა "ბაში–აჩუკი" (1945), ბალეტი "ნაზიბროლა" (1947), მუსიკალური კომედიები: "თბილისის ცის ქვეშ" (1949), "მთვარიდან დაბრუნება" (1963), "ალუბლის ყვავილობა"(1965), სიმფონია (1940), ორი საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1949);  მუსიკა სპექტაკლებისათვის: "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი", "მეფე ერეკლე", "ძველი ვოდევილები" (კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დადგმები). 

 

  ფილმოგრაფია

  ქეთო და კოტე (1948, რედაქცია და რამდენიმე ორიგინალური ნომერი)  - კომპოზიტორი

  ბედნიერი შეხვედრა (1949)  - კომპოზიტორი

  გაზაფხული საკენში  (1950)  - კომპოზიტორი

  მამაცი მთასვლელები (ანიმაცია,1950)  - კომპოზიტორი

  ნაზიკო (ნებიერი, ანიმაცია, 1950)  - კომპოზიტორი

  საბჭოთა საქართველო (დოკ.,1951)  - კომპოზიტორი

  ცელქი ჯაფარა (ჯაფარა, ანიმაცია, 1951)  - კომპოზიტორი

  ღარიბის ბედნიერება (ანიმაცია, 1952)  - კომპოზიტორი

  მაგდანას ლურჯა  (1955)  - კომპოზიტორი

  ჩვენი ეზო (1956)  - კომპოზიტორი

  ორი ოჯახი (1958)  - კომპოზიტორი

  ფატიმა (1958)  - კომპოზიტორი

  სხვისი შვილები  (1958)  - კომპოზიტორი

  კარდაკარ (1960)  - კომპოზიტორი

  ენგურის ნაპირებზე (1961)  - კომპოზიტორი

  მე, ბებია, ილიკო და ილარიონი  (1962)  - კომპოზიტორი

  ბიჭი და ძაღლი (ალმანახი "ზაფხულის მოთხრობები", 1964)  - კომპოზიტორი

  მალე გაზაფხული მოვა (1967)  - კომპოზიტორი

  დიდოსტატის მარჯვენა  (1970)  - კომპოზიტორი

  ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (1970)  - კომპოზიტორი

  წყალდიდობა (1970)  - კომპოზიტორი

  გოგონა და ჯარისკაცი (კინოალმანახი "ბურთი, ხელთათმანი და... კაპიტანი", 1970)  - კომპოზიტორი