ორი ოჯახი (1958)
რეჟისორი: დავით კანდელაკი
სიუჟეტი: უშვილო ოჯახი ბავშვს აიყვანს აღსაზრდელად. ვახტანგი მზრუნველობას არ აკლებს პატარას, მაგრამ მისი ცოლი ცდილობს თავი აარიდოს ბავშვის მოვლას და საბოლოოდ, სარგებლობს რა ქმრის არყოფნით, ბავშვს უკან აბრუნებს. მეორე ოჯახში საპირისპირო სიტუაციაა - ლიას შვილის აყვანა სურს, მაგრამ მას მოქეიფე ქმარი უშლის ხელს. ბოლოს ლია დაბრუნებულ ბავშვს იშვილებს და ვახტანგთან ერთად ქმნის ოჯახს.
სცენარის ავტორები: სამსონ სულაკაური, არჩილ სულაკაური, დავით კანდელაკი.
ოპერატორები: დავით კანდელაკი, შოთა კილაძე
მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
მონტაჟი: გ.გაბრიელი
როლებში: სალომე ყანჩელი (ლია), იუსუფ კობალაძე (ვახტანგი), დოდო აბაშიძე (გოგი), ჟუჟუნა დუგლაძე (ჩიტო), თამარ ციციშვილი (დარეჯანი), ნინო ღამბაშიძე (თინა), დავით სოხაძე (დათუნა), თამარ თეთრაძე, გიორგი გელოვანი, ელენე ჩოხელი.
ხანგრძლივობა: 95'
ფერი: შავ-თეთრი
კ/ს "ქართული ფილმი"