ენგურის ნაპირებზე (1961)

რეჟისორი: დავით რონდელი

    

სიუჟეტი: ფილმის გმირი გუალი მას შემდეგ, რაც მისმა სატრფომ სხვა არჩია, გაგულისებული ცდილობს მეტოქისათვის სამაგიეროს გადახდას და ერთხელ, როდესაც ისინი ხრამის პირას შეხვდებიან ერთმანეთს, უფსკრულში გადაჩეხავს მას. გუალს სინდისი აწუხებს, ბრუნდება და გადაარჩენს ხრამში ჩაჩეხილს. მისი საქციელი სულიერი განწმენდის ტოლფასია. ამიერიდან იგი გულისხმიერი ადამიანი ხდება, საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებით.

სცენარის ავტორი: ალექსანდრე ვიტენზონი

ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი

მხატვარი: ევგენი მაჭავარიანი

კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე

ხმა: დავით ლომიძე

როლებში: ნუგზარ შარია (გუალი), მალხაზ გორგილაძე (ემზარი), სოფიკო ჭიაურელი (თამარი), არიადნა შენგელაია (მანოლი), ზურაბ გვაჯავა (ბათალბი), თამარ ბაქრაძე (მარიამი), ბუხუტი ზაქარიაძე (ბექნუ), ივანე ნინუა (კოსტა), ალექსი მამრიკიშვილი (თებეკი), რევაზ ბარამიძე (არჩილი), ს. გვარამაძე (თედო), ნ. კევლიშვილი (ვარლამი), სერგო გერსამია (ლევანი), პავლე კანდელაკი, გივი თოხაძე, თამარ ციციშვილი (ექიმი ქალი), რევაზ ხობუა (მეტყევე)

ხანგრძლივობა: 97'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"