ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (1965)

რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე

  

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი:  ფილმის მთავარი გმირი, ნანი შემთხვევით ნაპოვნ ბლოკნოტში დეტექტური რომანისათვის მოგონილ პერსონაჟთა გვარებსა და მათი მოკვლის ხერხებს წააწყდება. მიამიტ გოგონას ისინი ბოროტმოქმედის ჩანაწერები ჰგონია და გადაწყვეტს მოძებნოს და დაღუპვისაგან იხსნას  ეს პირები. ამ განზრახვის შესრულებისას იგი მრავალ სასაცილო, კურიოზულ სიტუაციას აწყდება.

სცენარის ავტორები: ალექსანდრე თაყაიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე

ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი

მხატვარი: გივი გიგაური

კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე

ხმის ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი

როლებში: დალი რატიანი (ნანი), სესილია თაყაიშვილი (საშიკო კანდელაკი), ეროსი მანჯგალაძე (დათიკო), იპოლიტე ხვიჩია (ყარამანი), მავრ პიასეცკი (კანდელაკი), სერგო ორჯონიკიძე (დათო), ელენე ყიფშიძე (ელეონორა), დალი წერეთელი, გივი თოხაძე (ლეიტენანტი), ნოდარ ფირანიშვილი (გურამი), ალექსანდრე კუპრაშვილი (სახ.დაზღვევის აგენტი), რევაზ ხობუა (თამადა), არჩილ გომიაშვილი (ეპიზოდი), ოთარ ზაუტაშვილი (ეპიზოდი), ჯემალ ღაღანიძე (ეპიზოდი), 

ხანგრძლივობა: 73 '

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"

  ირმა ხარშილაძე. "ეს ამბავი მოგვიანებით გამჟღავნდა, დღემდე ვერ მომინელებია, დედა ასე რატომ მოიქცა" - გოგონა ფილმიდან "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (ინტერვიუ დალი რატიანთან) - "კვირის პალიტრა", 16 ივნისი 2019

 

 

.