უყაიმო თამაში (1966)

რეჟისორი: იური ქავთარაძე

  

ჟანრი: ჯაშუშური დეტექტივი

სიუჟეტი: საბჭოთა მესაზღვრეები აპატიმრებენ საეჭვო პიროვნებას. ის თავს წარადგენს როგორც არქეოლოგი, რომელსაც გზა აებნა, მაგრამ ეჭვს იწვევს რადიოგადამცემი. საქმეს ჩეკისტებს გადასცემენ. მათი ამოცანაა, იპოვონ და გააუვნებელყონ უცხოური დაზვერვის რეზიდენტი, რომელსაც უნდა შეხვედროდა "არქეოლოგი." 

სცენარის ავტორები:  ლევან ალექსიძე, კონსტანტინ ისაევი, იური ქავთარაძე

ოპერატორი: დუდარ მარგიევი

მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი

კომპოზიტორი: კონსტანტინ პევზნერი

ხმა: თენგიზ ნანობაშვილი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლებში: გრიგოლ ტყაბლაძე (პოლკოვნიკი), ვოლდემარ აკურატერსი ("არქეოლოგი"), გიული ჭოხონელიძე (მაიორი), იმედა კახიანი (თენგიზი, კაპიტანი),  თენგიზ დაუშვილი (ლეიტენანტი), მარა ქავთარაძე (ნათელა), მეგი კეჟერაძე (ლიკა, საკომისიო მაღაზიის თანამშრომელი), ლია გუდაძე (დალი, ლიკას მეგობარი), გიორგი გაბელაშვილი (დალის მამინაცვალი, რეზიდენტი),  ტრისტან ყველაიძე (რეზო), ბორის წიფურია (მაღაზიის დირექტორი), შალვა გედევანიშვილი (ნუმიზმატი), ანატოლი სმირანინი (პროფესორი ბერნარი), გია მატარაძე, დუდუხანა წეროძე, გრიგოლ წიტაიშვილი, გიგოლა თალაკვაძე, ალექსანდრე კვალიაშვილი 

ხანგრძლივობა: 94'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"