მოხეტიალე რაინდები (1975)

რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი: მილიცია რედაქციას აფრთხილებს, რომ თუ მათი კუთვნილი და მივიწყებული მოტოციკლი ათ დღეში სამიათას კილომეტრს არ დაფარავს, მას ჩამოართმევენ. მოტოციკლის ტარება სტაჟიორ სანდროს გარდა არავინ იცის. სანდრო მეგობარ მიტოს და ბაბუა არდალიონს გაიყოლებს და მოგზაურობას შეუდგება. გზაში მათ ბევრი საინტერესო თავგადასავალი ელით…

სცენარის ავტორი: რევაზ გაბრიაძე

ოპერატორი: დუდარ მარგიევი

მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

მონტაჟი: ჯ. ჭეიშვილი, ეკატერინე (ეკა) გურამიშვილი

როლებში: ვასილ ჩხაიძე (არდალიონი), გიორგი დათუნაშვილი (სანდრო), გოჩა ლომაია (მიტო), ბორის წიფურია (მილიციელი), დიმიტრი თაყაიშვილი (რედაქტორი), ლევან (ლეო) სოხაშვილი (ზაპოროჟეცის მფლობელი), კახი კავსაძე (ყვავილების გამყიდველი), ჟანრი ლოლაშვილი (ედისონა), ოთარ ზაუტაშვილი, ვ. გეჯაძე, მარიკა გოგიჩაიშვილი, მიხეილ კინწურაშვილი, ბაადურ წულაძე, ირაკლი ქოქრაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, თამარ სხირტლაძე, კოტე თოლორაია, ალექსანდრე ეძგვერაძე, ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი, ბონდო გოგინავა, გურამ ნიკოლაიშვილი

ხანგრძლივობა: 71'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია  „ქართული ფილმი“