ჟანრი ლოლაშვილი
მსახიობი
დაიბადა 22. IV. 1942, თბილისში
საქართველოს დამს.არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1981), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979).
23-ე სკოლის დამთავრების შემდეგ, 1958-1961 წლებში მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად კინოსტუდია `ქართულ ფილმში”.
1963 წელს დაამთავრა კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები მხატვარ-მულტიპლიკატორის სპეციალობით (მოსკოვი).
1961-1965 წლებში სწავლობდა და დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (აკაკი ხორავასა და გივი სარჩიმელიძის სახელოსნო).
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ზუგდიდის თეატრის მსახიობია (1965-1966), 1966 წლიდან დღემდე მუშაობს რუსთაველის თეატრში.
მისი თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია: მწერალი (პ.კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი”, რეჟ.რობერტ სტურუა), მერკუციო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", რეჟ. გ.ქავთარაძე), მთხრობელი (ბ.ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე” , რეჟ. რ,სტურუა), ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ.შატროვი "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", რეჟ. რ.სტურუა), მასხარა (შექსპირის "მეფე ლირი", რეჟ. რ.სტურუა), ლუარსაბი (ი.ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!" რეჟ. რ.სტურუა, ა. ენუქიძე)
ნაყოფიერად მუშაობს კინოში, გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში.
ფილმოგრაფია
ნუცა (1971) - მსახიობი
მწვანე მდელო (1973) - მსახიობი
ერთი ნახვით შეყვარება (1975) - მსახიობი
მოხეტიალე რაინდები (1975) - მსახიობი (ედისონა)
ქალაქი ანარა (1976) - მსახიობი
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - მსახიობი (ირაკლი)
მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში (1981) - მსახიობი
გზა შინისაკენ (1981) - მსახიობი
გმადლობთ, რატილი (1983) - მსახიობი (თუმანოვი)
ქართველები ცაში (1984) - მსახიობი (მგზავრი)
ბაგრატიონი (1985) - მსახიობი
საფეხური (1986) - მსახიობი
რობინზონიადა ანუ, ჩემი ინგლისელი პაპა (1986) - მსახიობი (ქრისტოფერ ჰიუზი)
ჭა (1988) - (ხრინგაძე) - მსახიობი
ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი (გარსია პედრო, სულით ავადმყოფი)
მიახლოება (1989) - მსახიობი
საბედისწერო გასროლა (1990) - მსახიობი (გაიოზი)
ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში (1990) - მსახიობი (ილია ილიჩი)
სიბრძნე სიცრუისა (1991) - მსახიობი (ყადი)
გაქცევა ქვეყნის დასალიერს (Побег на край света , 1991) - მსახიობი
ნათლისღება (1994) - მსახიობი
ერთაწმინდა (1994) - მსახიობი
სამი სახლი (2008) - მსახიობი (ფსიქიატრი, ჯემალი)
ცხელი ძაღლი (სერიალი, 2002-2009) - მსახიობი
დარჩი ჩემთან (2011) - მსახიობი
იხ. რუსუდან დარჩიაშვილი. ჟანრი ლოლაშვილის "ჟანრები" და კითხვის ნიშნები -გაზეთი "24 საათი", 02.10.2011