დაკარგული სამოთხე (1937)
რეჟისორი: დავით რონდელი
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: კალმახიძეებს ყოფილი დიდებიდან მხოლოდ აზნაურის წოდება, გაპარტახებული და გირაოში ჩადებული კარ-მიდამო, ერთი ცხენი, ერთიც ჰოლანდიური მამალი და საზიარო ჩექმა დარჩენიათ. მათი გადარჩენა მხოლოდ სარფიან ქორწინებას შეუძლია. ბედის ირონიით და მაჭანკლების მცდელობით სასურველი საპატარძლო პეპელა აღმოჩნდება, რომელსაც, როგორც ამბობენ მზითვად 100 თუმანს ატანენ. პეპელას ხელზე ერთდროულად და ერთმანეთის დამოუკიდებლად პრეტენზიას აცხადებს მიქელაც და ასლანიც, ისევე როგორც მათი მეზობლის, შეძლებული გლეხის ორი ვაჟი; მაგრამ პეპელას კალმახიძეების მოჯამაგირე, ლაზარია უყვარს. პეპელას მოხერხებულობის წყალობით ქორწინება იშლება, კალმახიძეების მამული იყიდება.უკეთესი მომავლის ძიებაში პეპელა და ლაზარია ქალაქს მიაშურებენ.
სცენარისტები: გიორგი მდივანი, დავით რონდელი
ოპერატორი: ბორის ბურავლიოვი
მხატვრები: დავით კაკაბაძე, ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე
მონტაჟი: ელიზბარ გაბრიელი
როლები: დუდუხანა წეროძე (პეპელა), ბათუ კრავეიშვილი (ლაზარია), არკადი ხინთიბიძე (მიქელა), შალვა ბეჟუაშვილი (ასლანი), შალვა ჯაფარიძე (ამბაკო), სანდრო ჟორჟოლიანი (არისტო, მაჭანკალი), ვლადიმერ ტყეშელაშვილი (სოლომონი), ილია მამფორია (მღვდელი ზოსიმე), ვასილ ბალანჩივაძე (ბაბუა ანტონი), შალვა ხონელი (ბოქაული), გიორგი ყიფიანი (გრამიტონი), ემანუილ აფხაიძე, გიორგი საღარაძე
ხანგრძლივობა: 83 წთ
ფერი: შავ-თეთრი
"სახკინმრეწვი"
მანანა ლეკბორაშვილი. დაკარგული სამოთხე - ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. თბილისი.2012