დინოზავრის კვერცხი (1993)

(და სასახლეში  ვნახავ სიხარულს)

რეჟისორი:         ქეთი დოლიძე

ჟანრი: მელოდრამა
სიუჟეტიპოლონეთში სამეცნიერო სიმპოზიუმზე გამგზავრებულ ქართველ მეცნიერთა ჯგუფს ძველ ციხე-სიმაგრეში დააბინავებენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრით პოლონელ დიდგვაროვანთა შთამომავალი, შუახნის მამაკაცი მოიხიბლებამანამდე მოკრძალებულ, შეუმჩნეველ მეცნიერს სიყვარული მომხიბვლელ ქალად აქცევს. მივლინებიდან დაბრუნებულს მოკლე ხანში შეყვარებული სამშობლოში ჩამოაკითხავს.სცენარისტი:     გია ბადრიძე
ოპერატორი   მიხეილ მედნიკოვი
ხატვარი:      დალი ბადრიძე
კომპოზიტორი    გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის ოპერატორები: ანჯეი ლევანდოვსკი, იმერი მანჯგალაძე
მონტაჟი: . კუროვსკა, როზა ჯიკაევა
როლები:     მარინა ჯანაშია (ლიზა ოცხელი), დანიელ ოლბრიჰსკი (მიხეილი), ბეატა ტიშკევიჩი (ეველინი), ნანული სარაჯიშვილი (ზიზი),  გივი დგებუაძე (შალვა),  იან მახულსკი (ვაცეკი),   მარია სუიბი (მარია),  ნინო ლორთქიფანიძე (დოდო), იეჟი ნოვაკი (მოხუცი ებრაელი), იან პავლოვსკი (აკადემიკოსი), ზიგმუნდ ბლავუტი (ზიგმუნდი), დარიუსჰ გნატოვსკი (მზარეული),   ქეთი დოლიძე (და),   ლია კაპანაძე,   თამარ ბზიავა,   თორნიკე ბზიავა, გიო ბადრიძე
ხანგრძლივობა:  80 წთ
ფერი:      ფერადი 

/იბერია პროდიუსერი” (საქართველო) - ”ბენი & ჩო" (პოლონეთი)    

 

 იხ. თეო ხატიაშვილი. სიყვარული, სიკეთე და ... – . "საბჭოთა ხელოვნება", 1994, N1,  გვ. 97–100