თორნიკე ბზიავა

მსახიობი, რეჟისორი

                                                          

დაიბადა 1.07.1980წ,  თბილისში. 

1996-1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის სპეციალობით. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით, 2003 წელს - ამავე უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი. 2004 წელს სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თიშის კინოსკოლაში. მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად და მსახიობად, მხატვრულ კინოში ნათამაშები აქვს ათამდე როლი.

 

ფილმოგრაფია:

მარტოხელა მონადირე (1989) -  მსახიობი

დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს..., 1993) -  მსახიობი

უსმინე შოპენს (2003) - სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი, მსახიობი

ბოდვა (2003) - სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი

ვალი (2005) - მსახიობი

სუბორდინაცია (2007) - მსახიობი

მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008) - მსახიობი

სამი სახლი (2008) - მსახიობი (გიო)

თბილისური Love Story (2009) - მსახიობი (ლადო), ერთ-ერთი ნოველის რეჟისორი

აპრილის სუსხი (2010) - სცენარისტი, რეჟისორი 

ბუდე (2011) - სცენარისტი, რეჟისორი 

გაიღიმეთ (2012) - მსახიობი (დიმა)

ჩემი საბნის ნაკეცი (2013) - მსახიობი (დიმიტრი)

პრეზიდენტი (2014) - მსახიობი (ჯარისკაცი)

ცხრა მთას იქით (2014) - მსახიობი

მექელეხე (2015) - სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი

თევზაობა (2017) - სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი