კეთილი ადამიანები (1961)
რეჟისორი: შოთა მანაგაძე
ჟანრი: მელოდრამა
სიუჟეტი: მეორე მსოფლიო ომში მამის დაღუპვის შემდეგ გიგა ბეთანელიც ფრონტზე წავა ჯარისკაცად, მაგრამ ფრონტის ნაცვლად დონბასის სამხედრო დანიშნულების ქარხანაში მოხვდება. ფრონტზე გაგზავნილ წერილებზე პასუხს რომ ვერ მიიღებს, ნანა გიგას დაღუპულად ჩათვლის. წლების შემდეგ გიგა სამშობლოში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაოდ ჩამოვა. იგი ახალშეძენილი მეგობრის, თამაზის ოჯახში სტუმრობისას ნანას შეხვდება, რომელიც თამაზის ცოლი გამხდარა. შეხვედრას ორივე მწვავედ განიცდის. საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ გიგა გადაწყვეტს, რომ მეგობრის და საყვარელი ქალის ცხოვრების დანგრევის უფლება არა აქვს.
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ნანული პირველი (ნანა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (გიგა), თენგიზ არჩვაძე (თამაზი), ნათელა ვარაზაშვილი (ნანა ბავშვობაში), თამაზ ბიბილური (გიგა ბავშვობაში), ნუნუ მაჭავარიანი (მობინადრე), მარიამ მდივანი, ეკატერინე ვერულაშვილი, ელენე ყიფშიძე (ცნობათა ბიუროს თანამშრომელი), რევაზ ხობუა (რეზო ბარქაია), ბადრი კობახიძე, კარლო ღლონტი, ალექსანდრე კვალიაშვილი, ა. ერმილოვი, სტეფანე გრიქუროვი, შალვა ხერხეულიძე (მეწისქვილე), ოთარ არღუთაშვილი, იოსებ (სოსო) აბრამიშვილი, ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, მანანა მანაგაძე
ხანგრძლივობა: 86 წთ