ოთარ მეღვინეთუხუცესი
მსახიობი
დ. 16.01.1932, თბილისი - გ. 9.05. 2013, თბილისი
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1964); საქართველოს სახალხო არტისტი (1973); საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979); ორგზის საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981- დათა თუთაშხიას როლისთვის, 2001 - თეატრალური მოღვაწეობისთვის).
რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998); მარჯანიშვილისა (1977) და სტანისლავსკის სახელობის პრემიების ლაურეატი (1997); რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემიის "თოლია" ლაურეატი (2001); ღირსების ორდენის კავალერი (2000).
1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1954–1967 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა და 1967–1975 წლებში რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან იყო ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი (ნაზიმ ჰიქმეთი, "ლეგენდა სიყვარულზე"), გიჟი რევაზი (ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი?!"), ქარიყლაპია (ვალერიან კანდელაკი, "მაია წყნეთელი"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველა "მოკვეთილი"), ლორდ ლეველი (უილიამ შექსპირი, "რიჩარდ მესამე"), ოიდიპოსი (სოფოკლე, "ოიდიპოს მეფე"), რომულუს ავგუსტუსი (ფრიდრიხ დიურენმატი, "რომულუს დიდი") ოტელო (უილიამ შექსპირი "ოტელო") და სხვ.;
რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო (ედუარდ როსტანი, "სირანო დე ბერჟერაკი"), ნიკოლოზ პირველი (ვადიმ კოროსტილევი "ასის წლის შემდეგ"), სატინი (მაქსიმ გორკი, "ფსკერზე") და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი(ჟან ანუი "ანტიგონე", რეჟ.: თემურ ჩხეიძე)
ფილმოგრაფია
ფატიმა (1958) - მსახიობი (ჯამბულატი)
ერთი ცის ქვეშ (1961) - მსახიობი (ბონდო)
კეთილი ადამიანები (1961) - მსახიობი (გიგა ბეთანელი)
ვინ შეკაზმავს ცხენს (1963) - მსახიობი (გვადი)
ვედრება (1967) - მსახიობი (ჯოყოლა)
უსახელო უფლისწული (1968) - მსახიობი
ტარიელ გოლუა (1968) - მსახიობი (გაიოზ გადალენდია)
დიდოსტატის მარჯვენა (1970) - მსახიობი (მეფე გიორგი)
ცოტნე დადიანი (1971) - მსახიობი (ცოტნე დადიანი)
სამკაული სატრფოსათვის (1971) - მსახიობი (მაგომედი)
მშვიდობით, ინესა! (1972) - მსახიობი (ალონსო)
ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (1972) - მსახიობი (კაცი სათვალეებით)
მზე შემოდგომისა (1973) - მსახიობი (ვახტანგი)
მთვარის მოტაცება (1972-1973) - მსახიობი (არზაყან ზვამბაი)
ნატვრის ხე (1976) - მსახიობი (ელიოზი)
დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (დათა თუთაშხია)
გამარჯობა ყველას (1980) - მსახიობი (ფიროსმანი)
ძმა (1981) - მსახიობი (ფაღავა)
გზა შინისაკენ - მსახიობი (1981)
ჭიდაობას რა უნდა (1986) - მსახიობი (ბაადურ ხერხეულიძე)
ორომტრიალი (1986) - მსახიობი (დიმიტრი)
ხარება და გოგია (1987) - მსახიობი (ახვლედიანი)
ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად, 1988) - მსახიობი (მთავარი)
ტურანდოტი (1989) - მსახიობი (ხოზრევანი)
სპირალი (1990) - მსახიობი (დავით გიორგაძე)
თეთრი ბაირაღები (1990 ) - მსახიობი (ისიდორე)
განვედ! (Изыди!, 1991) - მსახიობი (მოტლ რაბინოვიჩი)
იავნანა (1994 ) - მსახიობი (მოლა)
წარსულის აჩრდილები (1996) - მსახიობი (ქაიხოსრო)
ძვირფასო მ. (2000) - მსახიობი
ანთიმოზი ივერიელი (2001) - მსახიობი (დავით გარეჯის წინამძღვარი)
გაჭედილები (ენკი-ბენკი, 2002) - მსახიობი
მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008) - მსახიობი