ჯერ შეიცადეთ ("ოტელო" ქუთაისში, 2003)

რეჟისორი:   პაატა მილორავა

სიუჟეტი:     XXI საუკუნის დასაწყისის ქუთაისი,  ღვთის ანაბრად მიტოვებული ქალაქი. სულიერად გაბზარული და ქაოსში ჩაძირული მოქალაქეები - იოტისოდენა იმედით და ჯერ კიდევ შერჩენილი იუმორით. შექსპირის იერცვლილი პერსონაჟები: ძლევამოსილ სარდალი ოტელო - ფოტოგრაფი და მოყვარული ვიდეოოპერატორი ოტია; წარჩინებული ვენეციელი არისტოკრატის ასული დეზდემონა - პარიკმახერი დეზი; მხედარი და ოფიცერი იაგო - დამკრძალავი ბიუროს ”დედის ცრემლების” მეპატრონე იასე. ”ოტელოსეული” დრამა კი მეორდება.. ოღონდ ფინალია სულ სხვა!
დამდგმელი რეჟისორი:   პაატა მილორავა
სცენარისტები:     ნათია გოგოჭური,  პაატა მილორავა
დამდგმელი ოპერატორი:   გია გერსამია
დამდგმელი მხატვარი:      ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი:     ჭაბუკა ამირანაშვილი
ხმის ოპერატორი/რეჟისორი: მადონა თევზაძე
მონტაჟი: ლალი კოლხიდაშვილი, მექა გერსამია, ირაკლი ჭეიშვილი
როლები:    შოთა ქრისტესაშვილი, მარიკა სამანიშვილი, გოჩა ნემსიწვერიძე, ნუკრი კაპანაძე, დავით როინიშვილი,   ვალერი ფესტვინიძე, ქეთევან კოლხიდელი, ავთანდილ სახამბერიძე, თორნიკე მარჯანიშვილი
ხანგრძლივობა: 45 წთ
 

DV      
ტელეკომპანია ”იმედი”