დიდი მწვანე ველი (1967)
რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: მწყემსი სოსანა მთელ დღეებს ნახირში ატარებს ველზე. აქ მისი სამყაროა. სოფლიდან ცოლ-შვილსაც ჩამოიყვანს. მაგრამ გეოლოგები ველზე ნავთობს აღმოაჩენენ. იქ, სადაც ნახირი ძოვს, ჭაბურღილები უნდა აღიმართოს. კოლმეურნეობა მოითხოვს, სოსანამ ჯოგი ფერმას ჩააბაროს. სოფელში დაბრუნების მომხრეა მისი ცოლიც, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა სწყურია. მაგრამ სოსანა თავისი სამყაროს ერთგული რჩება.
სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა
როლები: დოდო აბაშიძე (სოსანა), ლია კაპანაძე (პირიმზე), მზია მაღლაკელიძე (სოფიო), ილია ბაკაკური (გიორგი), ზურაბ ცერაძე (იოთამი), გურამ გეგეშიძე (მთავარი გეოლოგი), გრიგოლ ტყაბლაძე (ფერმის დირექტორი), სერგო სულავა, ჯუმბერ ძიძავა, ი. ბაგაევი, გიორგი გელოვანი (გეოლოგი), ზურაბ ქაფიანიძე
ხანგრძლივობა: 90 წთ
"ქართული ფილმი"