ფიროსმანი (1969)
რეჟისორი: გიორგი შენგელაია
ჯილდოები: 1973. ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია ყველაზე ორიგინალური და ხატოვანი ფილმისათვის.
1974. ჩიკაგოს მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი (აშშ). გრან-პრი "ოქროს ჰიუგო"
1974. აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალია). პრიზი საუკეთესო ბიოგრაფიული კინონაწარმოებისათვის
1975. ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფინეთი). საპატიო დიპლომი
სიუჟეტი: ფილმი დიდი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის მარტოსულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს
სცენარისტები: ერლომ ახვლედიანი, გიორგი შენგელაია
ოპერატორები: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, კონსტანტინე აპრიატინი, დუდარ მარგიევი
მხატვრები: ავთანდილ ვარაზი, ვასილ არაბიძე
კომპოზიტორები: ვახტანგ კუხიანიძე, ნოდარ გაბუნია
ხმა: ოთარ გეგეჭკორი
მონტაჟი: მანანა ყარალაშვილი
როლები: ავთანდილ (ავთო) ვარაზი (ფიროსმანი), დოდო აბაშიძე, ზურაბ ქაფიანიძე (უშანგი), თეიმურაზ ბერიძე, ბორის წიფურია (დიმიტრი), შოთა დაუშვილი, მარგო გვარამაძე, ნინო სეთურიძე, როზალია მინჩინი, გივი ალექსანდრია, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, ამირ კაკაბაძე, სამსონ სულაკაური, ია ხუბუა (ნათლიდედა), ნინო ჩხეიძე
ხანგრძლივობა: 86 წთ
ფერი: ფერადი
”ქართული ფილმი”
იხ. გია ბერაძე. დაე, ასეთად დარჩეს ის მარად ("ფიროსმანი" ირანში) – ალმანახი "კინო", 1981, გვ.159–165