გაიღიმეთ (2011)

რეჟისორი: რუსუდან ჭყონია

ჯილდოები: 2012. მონპელიეს 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (საფრანგეთი) -  მთავარი პრიზი "ოქროს ანტიგონე"
                  2012. ანტალიის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალი  ჟიურის სპეციალური პრიზი
                  2013. მამერსის კინოფესტივალი (Mamers en Mars, საფრანგეთი) - გრან პრი, მაყურებლის პრიზი, ახალგაზრდა ჟიურის პრიზი
                  2013.  ურუგვაის საერთაშორისო კინოფესტივალი. მაყურებლის პრიზი

 ჟანრი: ტრაგიკომედია
სიუჟეტი:  ფილმის  სიუჟეტი მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსის ირგვლივ ვითარდება. ათი მრავალშვილიანი დედა, რომელთაგანაც ხუთი სოციალურად უაღრესად დაუცველ ფენას ეკუთვნის, ცდილობს მოიგოს  კონკურსი  მთავარი პრიზი ბინა და 25 000 ამერიკული დოლარი.ფილმი დიდი იმედებით იწყება. ნელ-ნელა  ქალები აცნობიერებენ, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის  და ეს კონკურსი სრული ფარსია.
დამდგმელი რეჟისორი: რუსუდან ჭყონია
სცენარისტი: რუსუდან ჭყონია
დამდგმელი ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე
დამდგმელი მხატვარი: სოფო ბაზღაძე, მამუკა ესაძე, დიმა არსანისი, გიგა იაკობაშვილი.
ხმის რეჟისორი: პაატა გოძიაშვილი
როლები:   ია სუხიტაშილი (გვანცა), გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამარ ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ჩიჩუა, ეკა ქართველიშვილი, ლელა მეტრეველი, ია ნინიძე, ბექა ელბაქიძე.
პროდუსერი: რუსუდან ჭყონია
აღმასრულებელი პროდუსერი: ვლადიმერ კაჭარავა
ხანგრძლივობა:  91 წთ
ფერი: ფერადი

საქართველო–საფრანგეთი–ლუქსემბურგი

 

 იხ.  ინტერვიუ რუსუდან ჭყონიასთან.  ესაუბრა ნინო მურღულია - ჟ. "რეიტინგი",  საინფორმაციო პორტალი ამბები.Ge, 25.03.2013

        ირინა დემეტრაძე. ქართველი დედის ბრწყინვალება და სიღატაკე (რუსუდან ჭყონიას "გაიღიმეთ") – ჟ.   filmprint N3      ზამთარი  2011–2012