რუსუდან ჭყონია
კინორეჟისორი
დაიბადა 1978 წელს, თბილისში.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი რეჟისორის სპეციალობით (1994-2001)
გაიარა ნიუ-იორკის აკადემიის კურსი აბუდაბის ფილიალში (2007).
იყო: შვეიცარული განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსა და FOCAL კინოსა და აუდიოვიზუალური მედიის პროფესიონალური ტრენინგებისა და სემინარების ფონდის ეგიდით განხორციელებული პროექტის AVANTI -ის (2003-2004), BERLINALE TALLENT CAMPUS -ის (2005, 2006), CANNES FILM FESTIVAL RESIDENS DU FESTIVAL (2006-2007) მონაწილე.
ჩატარებული აქვს მასტერკლასები: სცენარის წერის ხელოვნების შესახებ - ფესტივალ PARI CINEMA-ს მიწვევით (2007), რეჟისურაში - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური მიწვევით (2012)
ფილმოგრაფია
მათ სახელი არ გააჩნიათ (დოკ.2001) - სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე
ბედიანი (დოკ. 2001) - რეჟისორი
აღთქმული ცხოვრება (დოკ. 2003) - სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი
გაიღიმეთ (2012) - სცენარისტი, რეჟისორი
იხილეთ:
Show must go on. რეჟისორი რუსუდან ჭყონია. ინტერვიუ ესაუბრა მაკა კუკულავა, უტა ბერია - ჟურნალი filmprint N3 ზამთარი 2011–2012
თეო ხატიაშვილი. "ჩვენ ვართ დედები, ჩვენ ვართ დედები საქართველოსი" - "ცხელი შოკოლადი" 5.12.2012
ნანა ლომიძე. არსაიდან მოსული რუსუდან ჭყონია - გაზეთი "24 საათი". 16.12.2012