მეზობლები (2017)
რეჟისორი: გიგიშა (გრიგოლ) აბაშიძე
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმის მოქმედება ერთ-ერთ თბილისურ "იტალიურ" ეზოში ვითარდება. სახლი ნელ-ნელა ინგრევა, მისი მობინადრეები კი მხოლოდ ინვესტორის იმედად არიან, რომელიც ამ ეზოში თანამედროვე შენობას ააშენებს და მათაც დააკმაყოფილებს ბინებით. ინვესტორიც გამოჩნდება, მაგრამ მეზობლებს შორის ერთსულოვნების მიღწევა რთულდება და დაძაბულობაც მატულობს.
სცენარისტები: გიგიშა აბაშიძე, იოსებ (სოსო) ბლიაძე
ოპერატორი: დეჟან დიმესკი
მხატვრები: ქეთევან მაისურაძე, ნინო ზაუტაშვილი (კოსტუმები)
ხმა: იგორ პოპოვსკი
როლები: თორნიკე გოგრიჭიანი (გია), ია სუხიტაშვილი (ნინო), გიორგი ბოჭორიშვილი, ნინო ქორიძე (ქეთი), თეიმურაზ (თემიკო) ჭიჭინაძე (ზაური), თამარ ბუხნიკაშვილი (ნესტანი), დათო როინიშვილი (ლევანი), ნატალია ყულოშვილი, გიორგი გრძელიძე (ლაშა), ეკა მჟავანაძე (ნანა), გიორგი გოგიშვილი, ქეთი ჩაჩუა, გიორგი ბახუტაშვილი, მარლენ ებუტია, მალხაზ აბულაძე, დიმიტრი გოზალიშვილი, დათო დარჩია
პროდუსერები: ლაშა ხალვაში, თინათინ ყაჯრიშვილი, სვეტოზარ რისტოვსკი
ხანგრძლივობა: 93'
ფერი: ფერადი
"მეზობლების" შესახებ - ინტერვიუ გიგიშა აბაშიძესთან. ესაუბრა ბექა მაისურაძე. - ჟურნალი "ფილმ პრინტი" 2018