ლაშა ხალვაში

პროდუსერი

დაიბადა 1977 წელს. 

1995 - 2005 წლებში მიიღო იურისტის და ეკონომისტის განათლება. 

2006 წლიდან მუშაობდა შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით.

 2014 წელს  დაარსა კინოსტუდია “არტიზმი”,  არის მისი დირექტორი და მთავარი პროდუსერი.

  მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ სასწავლო პროგრამაში (სცენარის განვითარების, პროექტის განვითარების, კინო პროექტების მარკეტინგის და მართვის მიმართულებით), მათ შორის პრესტიჟულ EAVE Producers Workshop (2016). ის აგრეთვე შერჩეული იქნა კანის კინოფესტივალის პროგრამაში “Producers on the Move” (2017). მის მიერ წარმოებული ფილმები წარდგენილი იქნა მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე (Berlin IFF, Locarno IFF, Cairo IFF, Tribeca IFF, London BFI) და მრავალი ჯილდო მიიღო.

 2017 წელს, ლაშა ხალვაშის მიერ წარმოებული ფილმი “საშიში დედა” საქართველოს სახელით წარდგენილ იქნა "ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმის კონკურსში.

 2018 წელს, კანის კინოფესტივალის ფარგლებში  მიიღო გავლენიანი გამომცემლობა Variety -ის ჯილდო „10 to Watch”, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 10 გამორჩეულ კინოპროდუსერს გადაეცემა. 

არის ევროპის კინოაკადემიის (EFA), აზიის კინოაკადემიის (APSA), საქართველოს კინოაკადემიის და საქართველოს კინოპროდუსერთა გილდიის წევრი, ასევე აგრეთვე  EAVE network-ის და ACE  network-ის წევრი.

 

ფილმოგრაფია:

პატარძლები (საქართველო, საფრანგეთი, 2014) - პროდუსერი

ტატიანა და ლილი (2014) - პროდუსერი

გაყინული შადრევნების წელიწადი (საქართველო, რუსეთი, 2015)  -  პროდუსერი

ახლა შემიყვარდები (უკრაინა, საქართველო, 2015) - თანაპროდუსერი

საშიში დედა (საქართველო, ესტონეთი, 2017) -  პროდუსერი

ჰორიზონტი (საქართველო, შვედეთი, 2018)  -  პროდუსერი

მეზობლები (საქართველო, მაკედონია, 2018)  - პროდუსერი