ღვინის ქურდები (1975)

რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე

სიუჟეტი: მწყემსები  შეძლებული გლეხის, ელიბოს სანაქებო ღვინოს წყურვილით  მის მარანში შეიპარებიან, ჭურის თავზე  ქეიფს გამართავენ და შეზარხოშებულები სიმღერასაც დააგუგუნებენ. განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ ქართულ სტუმართმოყვარეობას თავის გააქვს - სტუმარ-მასპინძელი ერთად აგრძელებენ ქეიფს.

სცენარის ავტორი: ელგუჯა ჟღენტი, შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხ.

ოპერატორი: ნუგზარ რუხაძე

მხატვარი: კახი ხუციშვილი

კომპოზიტორი: დავით თორაძე

ხმის ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი

მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი

როლები:   კარლო საკანდელიძე (ზაქრო), გივი ბერიკაშვილი (ფირუზა), კახი კავსაძე (ელიბო), გულჩინა დადიანი (მაკრინე), დავით ვაშაკიძე (სანდალა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (თედო), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ლექსო)

ხანგრძლივობა: 30 '

სტუდია "ქართული ფილმი"