გულჩინა  დადიანი 

მსახიობი

 28. II. 1928, თბილისი - 23. XII. 2003, თბილისი 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1956). მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის კოსმიური სხივების ლაბორატორიაში.  კინოში მოხვდა მეგობრის, დავით (დოდო) აბაშიძის წყალობით, როცა კინორეჟისორმა ნანა მჭედლიძემ მსახიობების შერჩევა დაიწყო  ფილმისათვის "პირველი მერცხალი" (1974).  

 

ფილმოგრაფია:

პირველი მერცხალი (1975) -   მსახიობი (ფაცია)    

ღვინის ქურდები (1975) - მსახიობი (მაკრინე)

სოფლის აშიკი  (1976) -   მსახიობი  (ანეტა)

ფედია (1977) -  მსახიობი

ბათა ქექია (1978) -  მსახიობი 

ყვარყვარე (1978)  -  მსახიობი (აგრაფინა)

არაჩვეულებრივი რეისი (1983) -   მსახიობი

აქედანა და შენამდე (1984) -  მსახიობი

ბატონი ავანტიურისტები (1985) -  მსახიობი (ბუჭას ცოლი)

მოდი, ვილაპარაკოთ (1986) -  მსახიობი (ელიკო)

ჩემი ბოშები (1987) -  მსახიობი

მაისის თოვლი (1989) -  მსახიობი

მარტოობის ორდენის კავალერი (1999) -  მსახიობი

სკამი (2004) -  მსახიობი