ათოვდა ზამთრის ბაღებს (1984)

სატელევიზიო

რეჟისორი: გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი

ჯილდოები: 1984. გარდამავალი პრიზი წლის საუკეთესო ფილმისათვის, თბილისი 

                   1985. მეხუთე რესპუბლიკური კინოფესტივალი (ცხინვალი ) -  პრიზი საუკეთესო მხატვრული ტელეფილმისათვის

სიუჟეტი: ფილმის გმირი,  თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, შემოქმედებითი ძიებისა და ხელოვნებაში საკუთარი გზის არჩევანის წინაშე დგას. ყოველდღიური კონტაქტი სოფლელებთან, მათ სულიერ სამყაროში წვდომა იმისკენ უბიძგებს, რომ მიატოვოს აკადემია და მშობლიურ სოფელში დაბრუნდეს.  ფილმის მეორე გმირი – ხელოსანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მხატვრისაგან განსხვავებით, დარწმუნებულია თავის თავში, მყარად დგას მიწაზე და თავისი ოპტიმიზმით სულიერ წონასწორობას უბრუნებს მეგობარს, უღვივებს რწმენას, რომ სწორად აირჩია პროფესია და იპოვა თავისი დანიშნულება.    

სცენარის ავტორები: დევი ივანოვ-ჩიქოვანი, დავით აგიაშვილი, კარლო კობერიძე, გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი

ოპერატორები: ტრისტან კანდელაკი, ნოდარ ნამგალაძე

მხატვარი: ჯემალ კახნიაშვილი

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

ხმა: გარი კუნცევი

მონტაჟი: ეთერ ბურდული, ნელი ქრისტესაშვილი

როლები: ირაკლი ხიზანიშვილი, ჯემალ კახნიაშვილი(ამირანი), ლაურა რეხვიაშვილი (მარო), ზაზა (ზაქარია)კოლელიშვილი (აჩიკო), ირინე მიქატაძე (თინიკო), ნანა ანდრონიკაშვილი (თამრო), პანტო თათარაიძე (ლუკა), ჰენრიეტა ყიფიანი (მარიამი), გიორგი პაპოშვილი (პეტრე), ნინო მამულაშვილი (ნადია), გიორგი მამუჩიშვილი (იორამი), ზურაბ ნიჟარაძე (ლექტორი), დოდო გვასალია (დოდო), ივანე იანტბელიძე, ზურაბ ანთელავა

ხანგრძლივობა: 145 წთ.

სტუდია სატელევიზიო ფილმების სტუდია