საბა (1929)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმი ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი გმირი, პატიოსანი მშრომელი, ტრამვაის ვაგონის მძღოლი საბა "მეგობრების" გავლენით ლოთდება, სამუშაოს კარგავს, ოჯახს ანგრევს და ქუჩის მაწანწალად იქცევა. ერთხელაც, ძველ საქმეს მოწყურებული ცარიელ ტრამვაის გაიტაცებს და ქალაქის ქუჩებში მთელი სისწრაფით მიაქანებს, რაც ტრაგიკული შემთხვევით მთავრდება.
სცენარი: არსენ არავსკი, შალვა ალხაზიშვილი (გ.არუსტანოვის თემა)
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე
ხმა: უხმო
როლები: ალექსანდრე ჯალიაშვილი (საბა), ვერიკო ანჯაფარიძე (მარო, საბას ცოლი), ანდრო ჯანუაშვილი (ვახტანგი, მათი შვილი), ეკა ჭავჭავაძე (ოლღა, პიონერთა რაზმის ხელმძღვანელი, შალვა გედევანიშვილი, სეფე ლორთქიფანიძე, სერგო ზავრიევი, სალვა ხუსკივაძე, სამსონ სულაკაური, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი
ხანგრძლივობა: 76'
ფერი: შავ-თეთრი
სააქციო საზოგადოება "სახკინმრეწვი"