ხევსურული ბალადა (1965)

რეჟისორი: შოთა მანაგაძე

     

 

ჯილდოები:  1967. ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი - პრიზი "ოქროს ედელვაისი"

ჟანრი: დრამა

სიუჟეტი: თბილისში ცნობილი მხატვარი იმედა წარმოშობით ხევსურია. მამამისი მოსისხლემ მოკლა და პატარა იმედა თბილისში იზრდებოდა. 15 წლის შემდეგ იმედას ბიძაშვილი ხევსურეთში ეპატიჟება. აქ იმედა მზექალას გაიცნობს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ მზექალა თორღვაის უყვარს და მეტოქესთან შებრძოლებაში იმედას ის შემოაკვდება. მზექალა და იმედა ცდილობენ გაერიდონ მოსისხლეებს, მაგრამ მდევარი წამოეწევათ და სროლაში იმედას ნაცვლად მზექალა იღუპება.

სცენარის ავტორი:  გიორგი მდივანი 

ოპერატორი: გიორგი ჭელიძე

მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ხმა: რაფიელ კეზელი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: თენგიზ არჩვაძე (იმედა), სოფიკო ჭიაურელი (მზექალა), ლეო ფილფანი (თორღვაი), ზურაბ ქაფიანიძე (აპარეკა), კოტე დაუშვილი (მგელიკა), დოდო აბაშიძე (ალუდა), რევაზ ხობუა (ექიმი), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ხევსური), ილია ბაკაკური, ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე (გიორგი), ზანდა იოსელიანი, ბონდო გოგინავა

ხანგრძლივობა: 89'

ფერი: შავ-თეთრი

 

"ქართული ფილმი"