ბერტა ხაფავა
მსახიობი
დ.15.05.1941, თბილისი
1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი .
1960 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად; 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი; 1969 წელს გადმოვიდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლებია: რუსიკო - ოთარ ბაღათურია "მეფე ლირი თავშესაფარში" რეჟ.ოთარ ბაღათურია; კაკანო – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე "მე ვხედავ მზეს" რეჟ.დიმიტრი ხვთისიაშვილი; ბებია – მიშელ ფერმო "კარებს აჯახუნებენ" რეჟ.მაია ჩართოლანი; მართა – ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა" რეჟ.შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ; ქალი ძაღლით – ამადეუს ჰოფმანი "პატარძლის ამორჩევა" რეჟ.მედეა კუჭუხიძე; მერი პოპინსი – პამელა ტრავერსი "მერი პოპინსი" რეჟ.ნანა ხატისკაცი; ყაჩაღების წინამძღოლი – ევგენი შვარცი "თოვლის დედოფალი" რეჟ.მ.არეშიძე; ჩხიკვი – ედმონ როსტანი "შანტეკლერი" რეჟ.ქეთევან ხარშილაძე; რძალი – ვაჟა–ფშაველა "სათაგური"; ბებია – მეტერლინკი "საშობაო ზღაპარი"; კაწაწა – "ნატვრის თვალი"; ბებია – რაფიელ მამულაშვილი "ძია ელიოზი" რეჟ.შალვა გაწერელია; ორშაბათი – "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; ასიანინი – ბორის ვასილევი "განთიადი აქ წყნარი იცის" რეჟ.ალეკო ნინუა; მელია ალისია – ალექსეი ტოლსტოი "ბურატინოს თავგადასავალი" რეჟ.ანდრო ენუქიძე; კატა – ევგენი შვარცი "წითელქუდა" რეჟ.შალვა გაწერელია; ნერინა – მოლიერი "სკაპენის ოინები" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; ილა – ვლადიმერ იაქაშვილი "ციხისხევის საიდუმლოება" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; ბარბარე – ლეო ქიაჩელი "ტარიელ გოლუა" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; კოწიწა – ქეთევან ჭილაშვილი "აცა–ბაცა" რეჟ.შალვა გაწერელია; ანა დამრიგებელი – თენგიზ მაღალაშვილი "სადა ხარ სოფიკო?" რეჟ.თენგიზ მაღალაშვილი; სიდედრი – დავით კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება" რეჟ.შალვა გაწერელია; მარი სუპო, ანრის დედა – ბერტოლდ ბრეხტი "სიმონა მაშარის სიზმრები" რეჟ.შალვა გაწერელია; ბებია – ნოდარ დუმბაძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" რეჟ.გიგა ლორთქიფანიძე; ეკა – დავით კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება" რეჟ.შალვა გაწერელია.
ფილმოგრაფია
ნატვრის ხე (1976) - მსახიობი (ჭორიკანა ქალი)
სამანიშვილის დედინაცვალი (1977) - მსახიობი (მელანო )
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - მსახიობი (გიჟი ქალი)
ზღარბი (1979) - მსახიობი (ლიას დედა)
ორმო (1979) - მსახიობი (კირილეს ცოლი)
სიყვარული ყველას უნდა (1980) - მსახიობი (ანიკო )
დები წყვდიადში (1981) - მსახიობი (მოსამსახურე)
მე მოვედი (1981) -- მსახიობი (ნორა)
ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) - მსახიობი (მემონტაჟე ქალი)
გზის დასაწყისი (1982) - მსახიობი
ქართლოსიანთა საკურთხეველი (1982) - მსახიობი (მკითხავი)
არაჩვეულებრივი რეისი (1983) - მსახიობი (ქვრივი ქალი)
მენახირე (1984) - მსახიობი (მენახირის ცოლი)
ქართველები ცაში (1984) - მსახიობი (მანანას დედამთილი)
ზოგი ჭირი მარგებელია (1984) - მსახიობი (მართა)
ღამის ილუზია (1985) - მსახიობი (დედა)
შუაკაცი (1985) - მსახიობი (ძია მიტოს ცოლი)
წყარო (1985) - - მსახიობი (ჟუჟუნა)
ბებია ყველასათვის (1986) - მსახიობი
ელისა და რარუს თავგადასავალი (1986) - მსახიობი (ექთანი)
მოდი, ვილაპარაკოთ (1986) - მსახიობი
ჩეგემური დეტექტივი (1986) - მსახიობი (თეიმირის ცოლი)
წერილი ნაძვებს (1986) - მსახიობი (ცოლი)
ბოშა აზა (1987) - მსახიობი (ვასილის დედა)
ფესვები (1987) - მსახიობი (ედუკია)
აღდგომის ბატკანი (1988) - მსახიობი (ქალი)
ქველი (კეთილისმყოფელი) (1988) - მსახიობი (დაზარალებულის ცოლი)
ჭა (1988) - მსახიობი
ბესამე (1989) - მსახიობი (დამლაგებელი)
ზმანებანი აღლუმებს შორის (1989) - მსახიობი (მკითხავი ქალი)
ლოლიტა (1991) - მსახიობი (ძალუა)
მე, პელეს ნათლია (1991) - მსახიობი (მეზობელი)
ვალსი პეჩორაზე (1992) - მსახიობი
გრანტუსი (1994) - მსახიობი
შიში (1995) - - მსახიობი (ბებია)
ორფეოსის სიკვდილი (1996) - მსახიობი (ანიკო)
სამოთხის გვრიტები (1997) - მსახიობი (სინჯაანთ ქალი)
ცარიელი სივრცე (2001) - მსახიობი
სიყვარული და კარტოფილი (2003) - მსახიობი
თბილისი-თბილისი (2005) - მსახიობი (მზესუმზირის გამყიდველი)
რაც ყველაზე ძალიან გიყვარს-2 (2005) - მსახიობი (ბებია)
დარჩი ჩემთან (2011) - მსახიობი (ბებია)
დინოზავრი (2013) - მსახიობი
გრძელი ნათელი დღეები (2013) - მსახიობი (ნათიას ბებია)
ანას ცხოვრება (2015) - მსახიობი (ტასო)
ჩემი ბედნიერი ოჯახი (2017) - მსახიობი (ლამარა)