ერთი ცის ქვეშ (1961)
რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორები: არჩილ სულაკაური, ლანა ღოღობერიძე
ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
მხატვრები: დიმიტრი თაყაიშვილი, ნიკოლოზ იგნატოვი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
თავადის ქალი მაია
სიუჟეტი: 1921 წელი. თავადის ქალი სიყვარულის გრძნობას შეუპყრია, მაგრამ მის სიყვარულს მხოლოდ უბედურება მოაქვს. მაია განწირულია, ისევე როგორც მისი სიყვარული. (ლეო ქიაჩელის მოთხრობის მიხ.)
როლები: ლიანა ასათიანი (თავადის ქალი მაია), ციცინო ციციშვილი (დაფინო), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ბონდო), გიული ჭოხონელიძე (ამბაკო).
მტრედები
სიუჟეტი: 1941 წელი. ნანასა და ლევანს შორი პირველი სიყვარული ისახება, მაგრამ ლევანი ფრონტზე მიდის (არჩილ სულაკაურის ნოველის "ტრედები" მიხ.).
როლები: კირა ანდრონიკაშვილი (ნანა), გივი ყიასაშვილი (ლევანი), რევაზ თათარაძე (ზურიკო), სოსო გოგიჩაიშვილი (ვასიკო)
ფრესკა
სიუჟეტი: 60-იანი წლები. არქიტექტორი რუსუდანს ახალგაზრდა მხატვარი ზაზა შეუყვარდება, მაგრამ ის ვერ ამჩნევს ამ სიყვარულს და, როგორც გამოირკვევა, სხვა უყვარს (არჩილ სულაკაურის ნოველის "ფრესკა" მიხ.)
როლები: გურანდა გაბუნია ( რუსუდანი), თენგიზ არჩვაძე (ზაზა), ზეინაბ ბოცვაძე (ლელა), ალექსანდრე კვალიაშვილი (ვარლამი), თემურ გაჟონია (კოლა)
ხანგრძლივობა: 77'
ფერი: შავ-თეთრი
"ქართული ფილმი"
ლანა ღოღობერიძე . ცხოვრება კინოში, ცენზურა, აკრძალვები... და ჩემი პირველი ფილმები - ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’. 2018