რუსლან მიქაბერიძე

მსახიობი

დ. 24.09. 1939.  ქ. ხარკოვი (უკრაინა) - გ.16.12. 2020, ქ.თბილისი

საქართველოს დამსახურებული არტისტი. 

1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ(1960-1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ (1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.  თეატრში მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: შურა(ს. მიხალკოვის "სომბრერო"), ვალენტინო (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), სპირიდონი (ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), მეზღაპრე (ანდერსენის "თოვლის დედოფალი"), ქამელეონი (მ. მაშადუს "ბრაზილიის საუნჯე"), რუინდანი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), ძერჟინსკი (დ. თაქთაქიშვილის "ნევის შადრევანი"), კიკვიძე (ვ. დარასელის "დივიზია №16"), გრძელი გაიოზი (რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი") და სხვ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: პეტრიონიუსი (ჯ. ფლეტჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), ოფიცერი (შილერის "დონ კარლოსი"), ჯოყოლა (ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა"), ბენ იოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), არჩილი (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), პატრონი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), შიო ხარაძე (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში") და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში განასახიერა შემდეგი როლები: ხაჟომია (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გლებ რიაბინინი (ი. დვორეცკის "უცხო კაცი"), სპირიდონი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), შუისკი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), კაპულეტი, ბრეკენბერი (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "რიჩარდ III"), პირველი აბჯროსანი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), გრიგოლი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), მალისოვი (ა. გელმანის "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი).  

მისი კინოდებიუტი შედგა უზბეკურ ფილმში: "თეთრი, თეთრი ყარყატები" (1967).

პოპულარული იყო როგორც პოეტი ნიჭიერად დაწერილი ეპიგრამებისა და მახვილგონივრული ფუნაგორიების ავტორი. გამოცემული აქვს კრებულები:  

- ლალე : სატირული ლექსები   - თბილისი, ცოტნე, 2000. - 280გვ.

- ამირანის მითი. - თბილისი, კლდე, 2000. - 148გვ.

- სადღეგრძელო : ლექსები  - თბილისი, ცოტნე, 1998. - 200გვ.

- სულიკო : სატირული ლექსების კრებული  - თბილისი, კლდე, 1997. - 184გვ.

- ლექსები, ეპიგრამები, პაროდიები   - თბილისი, მერანი, 1990. - 184გვ.

 

ფილმოგრაფია

 

თეთრი, თეთრი ყარყატები (1967)  - მსახიობი

მთვარის მოტაცება (1972-1973) - მსახიობი (ჯოტო გვასალია)

ერთი ნახვით შეყვარება (1975) - მსახიობი

გასეირნება თბილისში (1976) - მსახიობი

მიმინო ("მოსფილმი", 1977)  - მსახიობი (გივი გოგლიძე)

რბოლა (1977)  - მსახიობი

ფლეიტა (1977) - მსახიობი

დათა თუთაშხია (1978)  - მსახიობი (შვანგირაძე)

მიზანი (1979) - მსახიობი (მეზღვაური)

ნიკა მთაში (1979)  - მსახიობი

სახიფათო მეგობრები (Опасные друзья, "მოსფილმი", 1979) - მსახიობი ("სატანა", გრომოვის თანამზრახველი)

სიბირიადა (1979) - მსახიობი  (ტოფიკ რუსტამოვი)

რად სტვენს ბულბული?! (1980) - მსახიობი

თეირანი-43 (1981) - მსახიობი (ტერორისტი)

მოცურავე (1981) -  მსახიობი (დომენტი დუმბაძე)

წისქვილი ქალაქის გარეუბანში (1981) - მსახიობი

მე დავბრუნდები (1982)   - მსახიობი

არაჩვეულებრივი რეისი (1983)   - მსახიობი

ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983)   - მსახიობი (გარსევან ჭკადუა)

მაცივარში ვიღაც იჯდა (1983)   - მსახიობი (არსენა)

ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984) - მსახიობი (შალვა ხეთერელი)

უკვდავების თეთრი ვარდი (1983)   - მსახიობი (სასწაულმოქმედი)

ნეილონის ნაძვის ხე (1985)  - მსახიობი (ავტობუსის მძღოლი)

ელისა და რარუს თავგადასავალი (1986)  - მსახიობი (გუგუ)

ჩეგემური დეტექტივი ("ქართული ფილმი"-"მოსფილმი"1986) - მსახიობი (ბახუტი)

დამშვიდობება (1987)   - მსახიობი

თემო (1987) - მსახიობი

ფარანი ქარში (1987)   - მსახიობი

შემსრულებელი 977 (1987)   - მსახიობი

ხარება და გოგია (1987)  - მსახიობი (გენერალი)

ლუიზა (1988)  - მსახიობი

წარსული ყოველთვის ჩვენთანაა (1988)  - მსახიობი (ვგიკის დეკანი)

მაისის თოვლი (1989) -  მსახიობი

ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი (1990) - მსახიობი (ანზორი)

პასპორტი (საბჭოთა კავშირი- საფრანგეთი- ავსტრია-ისრაელი, 1990)- მსახიობი

გარიგება (1993) - მსახიობი

მიდიოდა მატარებელი (2005)  - მსახიობი

გარიგება-2 (2011) - მსახიობი (კაკო)