მამუკა ლორია
მსახიობი.
დ. 1.03, 1955, თბილისი — გ. 27.01., 2021
1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებია: ბანკის მოხელე (პ. ტრავერსი, „მერი პოპინსი“, რეჟისორი — ნ. ხატისკაცი), ჭიპი ჭიპურტანიძე (მ. ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, რეჟისორი — ა. ვარსიმაშვილი), ლევანი (ი. სამსონაძე „ბედნიერი ბილეთი“, რეჟისორი — გ. ანთაძე), სტუმარი (ფ. გარსია ლორკა „სისხლიანი ქორწილი“, რეჟისორები — მ. სვირავა, ლ. წულაძე), პეტრე (მ. ჯავახიშვილი „მუსუსი“, რეჟისორი — გ. ჟორდანია), მეცამეტე (ა. ჩეხოვი „პალატა 16“, რეჟისორი — დ. ანდღულაძე), სოგრატი (დ. კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“, რეჟისორი — ა. ენუქიძე), ჯარისკაცი (შექსპირი „მაკბეტი“, რეჟისორი — რ. სტურუა), მოძღვარი (ხ. ლევინი „პირდაღებული“, რეჟისორი — დ. საყვარელიძე), მუნჯი (გრ. რობაქიძე „ლამარა“, რეჟისორი — რ. სტურუა), ჯეონკა (კ. გოცი „ქალი-გველი“, რეჟისორები — რ. სტურუა, დ. საყვარელიძე), შალვა (ბ. ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი — რ. სტურუა), ხელოსანი (დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, რეჟისორები — რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), სარკიანი მსახური (ო. ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“, რეჟისორი — გ. ლორთქიფანიძე), პოლიციელი (ა. ნოტომი „მტრის ნიღაბი“, რეჟისორი — რ. სტურუა), კინა-ლოკო (ა. სულაკაური „სალამურა“, რეჟისორები — რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), მცველი (ო. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, დამდგმელი რეჟისორი — რ. სტურუა, რეჟისორი — დ. მღებრიშვილი), მისანი (უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“, რეჟისორი — რობერტ სტურუა),
რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიღებული ჯილდოს „ოქროს ნიღაბი“ ლაურეატი (სპექტაკლისათვის „მაკბეტი“).
ფილმოგრაფია
კუკარაჩა (1980) - მსახიობი (ისხააკი)
თოვლის ბაბუა (1986) - მსახიობი (ნაცარქექია)
ხსოვნა (1989 ) - მსახიობი (ვარლამი)
თვინიერი (1990) - მსახიობი
პასპორტი (1990) - მსახიობი (მატარებლის უფროსი)
ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი (1990) - მსახიობი (სამსონი)
ლოლიტა (1991) - მსახიობი (ხამსა)
მეხუთე მოქმედება (1992) - მსახიობი
მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად (1992) - მსახიობი (ალვარო)
გარიგება (1993) - მსახიობი
დაბადების დღე (1994) - მსახიობი
მორევი (1996) - მსახიობი
სამოთხის გვრიტები (1997) - მსახიობი (ლაბრო)
უნამუსო (1997) - მსახიობი
ყვარყვარე (1978) - მსახიობი (გამომძიებელი)
ძვირფასო მ. (2000) - მსახიობი
იდიოკრატია (2008) - მსახიობი
ყველაფერი კარგად იქნება (2009) - მსახიობი
ჯართოსანი (2009) - მსახიობი (პროფესორი აკაკი გვალაძე)
გარიგება-2 (2011) - მსახიობი (გოგია)
მიდი ძმაო, მიდი! (2011) - მსახიობი
ტერცო მონდო (2024) - მსახიობი