მარინე თბილელი
მსახიობი
25. 10. 1920, თელავი, -27. 03. 2002, თბილისი
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1953), საქართველოს სახალხო არტისტი (1966). დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან ("სახკინმრეწვი") არსებული ორწლიანი კინოსამსახიობო სკოლა, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1940). 1940-1946 წლებში იყო რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი, 1946-1975 წლებში მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი, 1975-დან სიცოცხლის ბოლომდე - კვლავ რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი. 1974 წლიდან იღებენ კინოში.
ფილმოგრაფია
აბეზარა (1956) - მსახიობი (ბუბუსია)
ბაში-აჩუკი (1956) - მსახიობი (ფატიმე?)
პატიოსნებისთვის ("არმენფილმი", 1956) - მსახიობი (როზალია)
ქალის ტვირთი (1957) - მსახიობი (მართა)
დედის გული ("არმენფილმი", 1958) - მსახიობი (გოჰარი)
ექიმი მიდის ფეხბურთზე (1962) - მსახიობი
თორმეტი თანამგზავრი ("არმენფილმი", 1962) - მსახიობი (ზარუი)
თხუნელა (1962) - მსახიობი (ანა)
თოჯინები იცინიან (1963) - მსახიობი (ალისა)
დიდედები და შვილიშვილები (1969) - მსახიობი (ექიმის ცოლი)
სემირამიდას ბაღები (1970) - მსახიობი
წყალდიდობა (1970) - მსახიობი (მაკო)
როცა აყვავდა ნუში (1972) - მსახიობი
ხათაბალა ("არმენფილმი", 1972) - მსახიობი
ანარეკლი (1974) - მსახიობი
ღამის ვიზიტი (1974) - მსახიობი
აურზაური სალხინეთში (1975) - მსახიობი (ჭორიკანა)
ჩირიკი და ჩიკოტელა (1975) - მსახიობი (თაშნაურა)
ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983) - მსახიობი (ფხინკოს დედა)
სევდიანი საყვირი (1983) - მსახიობი
მამაკაცები და სხვები (1985) - მსახიობი (ხეჩოს ცოლი)
ბებია ყველასათვის (1987) - მსახიობი
იხ. "ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელის ერთგულება და სისუსტე - მარინა ბაბუნაშვილი. 2018, 17 მარტი. "კვირის პალიტრის არქივიდან"