თოჯინები იცინიან (1963)
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: მელიტონ ბელთაძის ერთადერთ ვაჟს, რეზიკოს ოპერის მომღერლობის არც ნიჭი აქვს, არც სურვილი, მაგრამ ბებიისა და დედის ხათრით კონსერვატორიაში აბარებს. რეზიკოს პირველივე გამოცდაზე ჩაჭრას მამა-შვილი შინაურებს ვერ უმხელს. მელიტონი გასაჭირს თავის მეგობარს, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორს შესჩივლებს და შვილის დროებით სამუშაოდ მიღებას თხოვს. ფაბრიკაში რეზიკოს ნამდვილი ნიჭი ვლინდება, მისი გაკეთებული შესანიშნავი თოჯინები სწრაფად იპყრობს ყურადღებას. ფაბრიკაში შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდა თავის მოწოდებასთან ერთად აქ პირველ სიყვარულსაც იპოვის.
სცენარის ავტორები: გურამ პატარაია, არლი თაყაიშვილი
ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმა: დავით ლომიძე
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლებში: სესილია თაყაიშვილი (გუცა), მარინე თბილელი (ალისა), იპოლიტე ხვიჩია (მელიტონი), მეგი კეჟერაძე (ლალი), მერაბ თავაძე (რეზიკო), ეროსი მანჯგალაძე (სევერიანი), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (მოხუცი), გიორგი გაბელაშვილი (ვარლამი), ვახტანგ სულაქველიძე (მუსიკათმცოდნე), დუდუხანა წეროძე (ნათესავი ქალი), ჟუჟუნა დუგლაძე (ოლღა), ჩიტოლია ცხეიძე (მეზობელი ქალი), ჯულიეტა ვაშაყმაძე (დოდო),
ხანგრძლივობა: 92'
ფერი: ფერადი
კინოსტუდია "ქართული ფილმი"