ალი ისაევ-ავარსკი
მსახიობი, რეჟისორი, პოეტი

დ.29.12.1936, დაღესტანი - გ. 28.09. 2025, თბილისი
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1985)
დაღესტნის ა/რესპუბლიკის ,,შამილის” მედალი (1998)
,,ღირსების” ორდენი (2001)
თბილისის საპატიო მოქალაქე (2008).
საქართველოს კინო-აკადემიის და მწერალთა კავშირების წევრი
1974 წელს დაამთავრა კინოსტუდია ,,ქართული ფილმთან” არსებული კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ელდარ შენგელაია და რევაზ ჩხეიძე).
ფილმოგრაფია
დიდოსტატის მარჯვენა (1970) - მსახიობი
ქორწილი (1973) - მსახიობი
ლევან ხიდაშელი (1973) - მსახიობი
საჰაერო ხიდი (1974) - მსახიობი (ახვერდოვი)
გაქცევა გათენებისას (1975) - მსახიობი
კოლხური ბალადა (1975) - მსახიობი
კავკასიელი ტყვე (1975) - მსახიობი
მიზანი (1979) - მსახიობი
მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი, 1980) - მსახიობი
თბილისი, პარიზი, თბილისი (1980) - მსახიობი
წითელი ვაშლების ხანა (სვერდლოვის კინოსტუდია,1981) - მსახიობი (ესკანდერი)
ცეცხლოვანი გზები ("უზბეკფილმი", 1978-1984) - მსახიობი
წიგნი ფიცისა (1983) - მსახიობი (ყირიმის სახანოს წინამძღოლი და თურქეთის სულთნის ელჩი)
გაზაფხული გადის (1983) - მსახიობი
ზოგი ჭირი მარგებელია (1984) - მსახიობი
ამბავი სურამის ციხისა (1984) - მსახიობი
ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984) - მსახიობი
ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი
შამილი - სამოთხე ხმლების ჩრდილ ქვეშ ("ტარკიფილმი", დაღესტანი, 1992) - მსახიობი (ულუნაი კარანაისკი)
რასულ გამზათოვი და საქართველო (დოკ.ტრილოგიის ,,საქართველო და დაღესტანი, მიზიდულობის ფორმულა” პირველი ნაწილი, 1999) - რეჟისორი
საქართველო დაღესტნელთა თვალით (დოკ.ტრილოგიის ,,საქართველო და დაღესტანი, მიზიდულობის ფორმულა” მეორე ნაწილი, 2001) - რეჟისორი
ქართველების თვალით დანახული დაღესტანი (2010, დოკ.ტრილოგიის ,,საქართველო და დაღესტანი, მიზიდულობის ფორმულა” მესამე ნაწილი) - რეჟისორი
ალი ისაევ-ავარსკი არის პროზაული და პოეტური ნაწარმოებების ავტორი: ,,დაღესტნური რტო, ქართულ მუხაზე” (1978), ,,მთიელი ჭაბუკის ფიცი” (1986), ,,გზა მშვიდობისა” (1986), ,,ამბავი ერთი სიყვარულისა” (2000), ,,არწივის ბუდე” (2009), ,,გულის ძახილი სისხლის ყივილი” (2010), ,,край, где господствует любовь” /სამტომეული/ (2006-2006-2008), ,,ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს” /სამტომეული/ (2011-2011-2012)
მეუღლე- მზია იაშვილი (მუსიკათმცოდნე, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, გ. 1998)

