ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი
მსახიობი
5.04.1933, ქუთაისი - 15.03.2013, თბილისი
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990)
1951 წელს დაამთავრა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მიიწვიეს ზუგდიდის თეატრში (1958-1960), სახელმწიფო ფილარმონიაში (1960-1961), კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1961-1962). 1963 წლიდან ვანო აბაშიძის სახ. მუსიკალური თეატრის მსახიობი გახდა. პარალელურად ნაყოფიერად მუშაობდა კინემატოგრაფში, ძირითადად ასრულებდა სახასიათო ეპიზოდური როლებს.
ფილმოგრაფია
წუთისოფელი (1971) - მსახიობი
ჩარი-რამა (1972) - მსახიობი (ჭიპილია)
წკიპურტები (1973) - მსახიობი
ღამის ვიზიტი (1974) - მსახიობი (ჲაშკა ლომიკ)
ივანიკა და სიმონიკა (1975) - მსახიობი (მონადირე)
ერთი ნახვით შეყვარება (1975) - მსახიობი (რუსტამი)
ჩირიკი და ჩიკოტელა (1975) - მსახიობი (ჩიკოტელა)
ქალაქი ანარა (1976) - მსახიობი
კაცია ადამიანი?! - (1979) - მსახიობი (მოურავი)
მე მოვედი (1981) - მსახიობი (მღებავი)
ანდერძი (1982) - მსახიობი
დიმიტრი მეორე (1982) - მსახიობი (ქოსა)
ჩეგემური დეტექტივი (1986) - მსახიობი (წურწუმია)
ქველი (კეთილისმყოფელი, 1988) - მსახიობი
თეთრი ბაირაღები (1990) - მსახიობი (მოშიაშვილი)
პრემიერა (1991) - მსახიობი
ზნედაცემული ანგელოზი (1992) - მსახიობი (ხარატი)
ლეონარდო (1993) - მსახიობი (ბენო)
დონ ჟუანის დაბადება (1995) - მსახიობი (აღა)
შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996) - მსახიობი (მზარეული)
მშრალი ხიდის სიზმრები (2003) - მსახიობი
ღმერთო, რისი გულისთვის! (2003) - მსახიობი
ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (1992-2003) - მსახიობი
მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008) - მსახიობი
იხილეთ:
თ.ანთაძე. ბადრი ბეგალიშვილი - ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1971, N9, გვ.83-84
მისი ცხოვრება - მუსიკალური თეატრია. ინტერვიუ, ესაუბრა ნ.მაისურაძე - ჟ."ხელოვნება", 1994, N1-3, გვ.76-80
ინტერვიუ ბადრი ბეგალიშვილთან. ესუბრა ეკა სალაღაია - ჟ. "თბილისელები", 09.01.2009