ტრისტან სარალიძე

  მსახიობი

დ.05.05.1956, ბორჯომის რაიონის სოფელი ახალდაბა - გ. 27.05.2024

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1978-1979 წლებში მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში მსახიობად, 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია, მის სცენაზე განსახიერებული აქვს ოცზე მეტი თეატრალური პერსონაჟი.  თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია:   ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 

კინემატოგრაფში ძირითადად სახასიათო როლებს ასრულებდა.

2010 წელს მიენიჭა ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

ფილმოგრაფია

 ბეღურების გადაფრენა (1980) - მსახიობი 

 სიყვარული ყველას უნდა  (1980) - მსახიობი 

 მჭედელი   (1982) - მსახიობი (მოლარე) - მსახიობი 

 ლომა, დავიწყებული მეგობარი   (1982) - მსახიობი

 არაჩვეულებრივი რეისი (1983) - მსახიობი

 ბანდიტი აგურის ქარხნიდან  (1983) -  მსახიობი (გაბო, მძღოლი)

 მენახირე (1984) - მსახიობი

 ადამიანთა სევდა  (1984) - მსახიობი

 ყველაზე სწრაფები მსოფლიოში  (1985) -მსახიობი

 ბატონი ავანტიურისტები   (1985) - მსახიობი (ბაბადული)

 ხარება და გოგია  (1987) - მსახიობი

 ქველი (კეთილისმყოფელი,  ალმანახი "ასეც ხდება", 1988) - მსახიობი

 გამოცხადება   (1988) -მსახიობი

 ლუიზა  ( ალმანახი "ასეც ხდება",1988) - მსახიობი  (სოსო)

 ჭა  (1988) -  მსახიობი (ტრაქტორისტი) 

 პეიტარი  (1988) - მსახიობი

 ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) -მსახიობი

 ლოლიტა (1991) - მსახიობი (ტრისტანი) 

 Побег на край света (გაქცევა ქვეყნის დასალიერს, 1991) - მსახიობი

 ლუკას სახარება  (1998) -მსახიობი

 მიჯაჭვული რაინდები  (1999) -  მსახიობი (დათო)

 მარტოობის ორდენის კავალერი (1999) - მსახიობი

 სიყვარული ვენახში (2000) - მსახიობი

 სიყვარული და კარტოფილი  (2003) - მსახიობი

 ჩემი პირველი სიყვარული  (2003) - 
მსახიობი

 Литовский транзит (ლიტვური ტრანზიტი, სერიალი, რუსეთი-ლიტვა, 2003)  - მსახიობი

 სკამი   (2004) - მსახიობი

 თედო (2005) - მსახიობი (თედო) 

 მიდიოდა მატარებელი   (2005) - მსახიობი (სამხედრო ოფიცერი)

 გარიგება 2 (გარიგება 20 წლის შემდეგ,    2011) -მსახიობი  (ზაქრო)

 სავარძელი (2017) - მსახიობი