მერაბ კოკოჩაშვილი
კინორეჟისორი
დაიბადა 1935 წლის 21 მარტს.
საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979)
1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (გ.შიროკოვის სახელოსნო), სადიპლომო ნამუშევარი - ”ხმელი წიფელი”.
იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი 1978 წლიდან მისი არსებობის ბოლომდე (2005).
1987 წლიდან არის პედაგოგი, ჯერ თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, შემდეგ - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
1993-2005 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
2006 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი.
ფილმოგრაფია
გიორგი სააკაძე (1942) - მსახიობი
ხმელი წიფელი (1958) - რეჟისორი (დიპლომი)
კარდაკარ (1960) - რეჟისორი
არდადაგებზე (1962) - რეჟისორი
მიხა (1965) - რეჟისორი
დიდი მწვანე ველი (1967) - რეჟისორი
არ იდარდო (1969) - მსახიობი (პორუჩიკი იშხნელი)
გზა მშვიდობისა, ჯაყო! (1973) - სცენარისტი, რეჟისორი
მწვერვალი (1976) - რეჟისორი, მსახიობი
ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) - რეჟისორი
გზა (1983) - რეჟისორი
ფენომენი (1992) - რეჟისორი
საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია (1996) - რეჟისორი
ნუცას სკოლა (2000) - რეჟისორი
დაგვიანებული კადიში (2002) - რეჟისორი
ვარიაცია ”ოტელოს”თემაზე (2003) - რეჟისორი
უსუი (2005) - რეჟისორი
თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ (2006) - რეჟისორი
ქართველი მამლუქები ეგვიპტეში (2007) - რეჟისორი
სახლი სიხარულისა (2008) - რეჟისორი
ღვინის აკვანი (2011) - რეჟისორი
ტერცო მონდო (2024) - სცენარისტი, რეჟისორი
იხილეთ:
ირინა კუჭუხიძე. ხელოვნის გზა – წიგნში "ირინა კუჭუხიძე. ეკრანი და დრო". საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრი", 2009
მერაბ კოკოჩაშვილი. ფიქრები (ინტერვიუ ტელევიზიის პრობლემებზე) – ალმანახი "კინო", 1989, N2.
ოლღა თაბუკაშვილი. ყველაფერს მსოფლმხედველობა განსაზღვრავს. ინტერვიუ – ალმანახი "კინო", 1985, N3 (მეჩვიდმეტე გამოშვება), გვ.101–108
ელდარ შენგელაია. ჩემი მეგობარი მერაბ კოკოჩაშვილი - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1985 №4
ლია ქიმერიძე. სიყვარული უდევს საფუძვლად - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1985 №4
ირინე კუჭუხიძე. მერაბ კოკოჩაშვილი - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1979 № 7 გვ.68-74