რევაზ გაბრიაძე

დრამატურგი, სცენარისტი,რეჟისორი, მხატვარი

დაიბადა 1936 წლის 29 ივნისს ქ. ქუთაისში.

მშობლები: სოფიო გურეშიძე, ლევან გაბრიაძე. მეუღლე - ელენე ჯაფარიძე. შვილი - ლევანი (1964).

1964 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1967 წელს - მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები (ა.კაპლერის სახელოსნო).

1974-1980 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”.

თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1981 წლიდან).

1994-1995 წლებში იყო სერგეი ობრაზცოვის სახელობის რუსეთის ცენტრალური თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი.

არის ავტორი პიესებისა: ”ფეოლა”, ”ხანუმა პარიზში”; საკუთარი სცენარების მიხედვით აქვს დადგული სპექტაკლები: ”ალფრედი და ვიოლეტა” (1982), ”მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” (1982), ”ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” (1983), ”სტალინგრადის ბრძოლა” (1996).

დადგმული აქვს სპექტაკლები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და საზღვარგარეთის სხვა ქალაქებში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს დრამატურგიაში.

როგორც მხატვარს მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებში.

საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1987). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 

ფილმოგრაფია

არ იდარდო (1968) - სცენარისტი

არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) - სცენარისტი

სერენადა (1968) - სცენარისტი

ფეოლა (1970) - სცენარისტი

ქვევრი (1970)  - სცენარისტი 

თეთრი ქვები (1972) -  სცენარისტი

შერეკილები (1973) - სცენარისტი

წყარო გზის პირას (1974) - სცენარისტი

ვალსი მთაწმინდაზე (1975) - სცენარისტი

თერმომეტრი (1975) - სცენარისტი

კავკასიური რომანსი (1975) - სცენარისტი, რეჟისორი

კიბე (1975) - სცენარისტი

მოხეტიალე რაინდები (1975) - სცენარისტი

ნიძლავი (1975) - სცენარისტი

სამი მანეთი (1975) - სცენარისტი

შაბათ საღამოს (1975) - სცენარისტი

სიყვარული, ხანძარი და პომპიერო (1976) - სცენარისტი

ლიმონის ტორტი (1977) - სცენარისტი, რეჟისორი

მიმინო (1977) - სცენარისტი

მწვერვალის დამპყრობნი (1977) - სცენარისტი, რეჟისორი

პეპელა (1977) - სცენარისტი

სამი სასიძო (1977) - სცენარისტი

В один прекрасный день (ერთ მშვენიერ დღეს, 1977, რუსეთი) -  სცენარისტი

სათადარიგო ბორბალი (1978) - სცენარისტი

კოჯრის ტყის სიზმრები (1979) - სცენარისტი, რეჟისორი

Дюма на Кавказе (დიუმა კავკასიაში, 1979, რუსეთი) - სცენარისტი

იღბალი (1980) - სცენარისტი

წარმატება (ალმანახი "ბედის დაცინვა" 1980) - სცენარისტი

ქინ-ძა-ძა (1986) - სცენარისტი

პასპორტი (1990) - სცენარისტი 

ვიკრუტასები (2011) - სცენარისტი

Asphalte (ასფალტი, 2015, საფრანგეთი)  - სცენარისტი