ზაზა ხალვაში 

რეჟისორი

 

დ. 17.05.1957, ბათუმი - გ. 4.02.2020, თბილისი

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1982 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).

1977 წლიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი.

1996 წლიდან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ასწავლის კინორეჟისურას, არის კინო-ტელე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი.

2004-2005 წლებში იყო აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2007-2012 წლებში იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.

2013 წლიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

ფილმები

ჟამი (1982) - რეჟისორი

ექო (1985) - რეჟისორი

იქ, ჩემთან (1990) - რეჟისორი

მიზერერე (1996) - რეჟისორი

მგლების ხორუმი (2004, 12 სერია - ტვ) - რეჟისორი

სოლომონი (2015) - რეჟისორი

ნამე (2017) - რეჟისორი

ლოტო (2023) - სცენარისტი, რეჟისორი

 

 იხ. თავისუფლების დღიურები. ზაზა ხალვაში − კინორეჟისორი. 20.12.2017 - რადიო თავისუფლება