ქეთი დოლიძე

რეჟისორი

დაიბადა 4.12.1945, თბილისში

1967 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი

1975 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო)

საქართველოს კინემატოგრაფისტთა  შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ქალთა საერთაშორისო მოძრაობა "თეთრი მანდილის" დამფუძნებელი (1993)

1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი

2009 წლიდან თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: "სისხლიანი ქორწილი" (1974), "ვეფხვი" (1980), "სერობა" (1996), "კილი და დუ" (1999), "თავისუფალი წყვილი" (2002), "რამ შემქმნა ადამიანად" (2005), "სამეფო ოჯახი" (2008), დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" (2011), "რამდენიმე სიზმარი ბედნიერ ცხოვრებაზე" (2013), "ტრამვაი "სურვილი" (2015). შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: "სისხლიანი ქორწილი" (მეუღლე, 1974), "კარებს აჯახუნებენ" (1975, დედა), "ახალგაზრდა გვარდია" (1975, ულიანა), "გზები" (დედის აჩრდილი, 1984), "მედეა" (1997, მედეა), "ჩემი თაობის ავტოპორტრეტი" (2000, ნინო) 

ფილმები

მფრინავი დრაკონი (1954) - მსახიობი (გოგონა)

ეთერის სიმღერა (1956)  - მსახიობი (ახალგაზრდა ეთერი)

დღესასწაული (1973, ტვ) -  რეჟისორი

ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს (1978, ტვ) - რეჟისორი

გაკვეთილები  (1979, ტვ) - რეჟისორი

კაცია ადამიანი?! (1979) - რეჟისორი

ჩემი საყვარელი სამშობლო (1979)  - მსახიობი (თეატრის რეჟისორი)

ბენზინგასამართი სადგური (1979)  - მსახიობი (მეუღლე)

მშობლიურო ჩემო მიწავ (1979)  - მსახიობი (რეჟისორი)

თოვლის ბაბუა (1980)  - მსახიობი  (მდივანი)

კუკარაჩა (1983) - რეჟისორი (სიკო დოლიძესთან ერთად)

სანამ წვიმა გადივლიდეს (1985) - რეჟისორი

მარტოხელა მონადირე (1989) - რეჟისორი

ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (1991) - რეჟისორი, მსახიობი (მოლარე)

და სასახლეში ვნახავ სიხარულს  (1993) - რეჟისორი, მსახიობი (და)

თეთრი მანდილი (1993, დოკ.) - რეჟისორი