დათა ფირცხალავა
დრამატურგი, რეჟისორი
დაიბადა 1987 წლის 13 აპრილს .
2008 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი.
2011 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ტელე-კინო დრამატურგიის განხრით (კოტე ჯანდიერის ჯგუფი).
2014-2016 წლებში დაამთავრა თემურ ჩხეიძის სახელოსნო თეატრის დრამატურგიის სპეციალობით.
ფილმები
შენგენის ვიზა:პოლონეთი, ვარშავა (2013) - სცენარისტი, რეჟისორი
მამა (2015) - სცენარისტი, რეჟისორი
მექელეხე (2015) - სცენარის თანაავტორი
მოირა (2015) - სცენარის თანაავტორი
საშლელი (2018) - სცენარისტი, რეჟისორი
ცხოველი (2018) - მსახიობი