გია აბესალაშვილი 

 მსახიობი

დ. 3. 03. 1961, თბილისი

1973 - 1978 წლებში სწავლობდა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის სტუდიაში

1978 - 1980 წლებში - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეა;

1979 - 1980 წლებში მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში -გამნათებლად.

1984 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო).

1989 წლიდან   მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. მის სცენაზე ნათამაშები აქვს ორმოცამდე როლი: "ალუბლის ბაღი"(პიშჩიკი, რეჟ.გიორგი მარგველაშვილი); "ზაფხულის ღამის სიზმარი" (დემეტრიოსი, რეჟ.მიხეილ თუმანიშვილი),  "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი"(პრემიერი კაცი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), ჟან ჟიროდუ „ამფიტრიონი-38" (სოზია, ამფიტრიონის მსახური, რეჟ.მიხეილ თუმანიშვილი), „ჩვენი პატარა ქალაქი" (თედორე, რეჟ.მიხეილ თუმანიშვილი),  „რევიზორი"  (ქალაქის მერი, რეჟ.ოთარ ეგაძე), „დრაკონი" (ბურგომისტრი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), „ცილინდრი" (ანტონიო, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" (აპოლონი, რეჟ. გიორგი მარგველაშვილი), "ნეაპოლი" (ფედერიკო, რჟ.ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი), "დრაკონი" (შარლემანი, რეჟ. გოგა პიპინაშვილი) და სხვა

1990 - 1995 წლებში იყო გადაცემა „ართ ჰოლის“ წამყვანი (ტელეკომპანია „იბერვიზია“), 

1996 - 2001 წლებში მუშაობდა საბავშვო სტუდიაში „ართ ჰოლი“, ხოლო 2000 - 2006 წლებში საბავშვო სტუდიაში „თეთრი ფარდა“

2000 - 2005 წლებში იყო გადაცემა „თეთრი ფარდის“ წამყვანი (ტელევიზიის პირველი არხი)

ფილმოგრაფია

წერილები ბამიდან (1980) - მსახიობი (ნიკუშა)

ჩემი დეიდა დუდუ (1984)  - მსახიობი (ახალგაზრდა ვაჟი)

ბრავო, ალბერ ლოლიშ! (1987)  - მსახიობი (მეტროდოტელი)

შარვალი (1988, კინოალმანახიდან "ხდება ხოლმე") - მსახიობი (ოთარი)

ქველი (1988, კეთილისმყოფელი, კინოალმანახიდან "ასეც ხდება")  - მსახიობი 

წყრომა (1988) - - მსახიობი 

ოპერაცია "ვუნდერლანდი" (1988) -  მსახიობი (გერმანელი ოფიცერი)

დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში (1989) -  მსახიობი (ჩიკის ბიძა)

სიბრძნე სიცრუისა (1991)   - მსახიობი (უფროსი ძმა, მგელი, ყრუ, აქლემი, ვაჭარი)

ბლუზი (1993) -  მსახიობი (ლაშა)

ლეონარდო (1993)  - მსახიობი (კოლია)

ოსკარი (ტელეფილმი, 1995)  - მსახიობი (ჟანდარმი)

ვაგონეტი (1996) - - მსახიობი (რკინიგზელი)

ვინ არის მოჩვენება (2000)  - მსახიობი (ბროკერი)

კიდევ ერთი ქართული ისტორია (2003)  - მსახიობი  

ფელიჩიტა (ბედნიერება) (2009) - მსახიობი 

სავარძელი (2017) - მსახიობი