დევი  აბაშიძე 

რეჟისორი

1. 05. 1924, სოფ. ისლარი, ხარაგაულის რ-ნი – 4.  08. 2005, თბილისი

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).  არის ღირსების მედლისა (1964) და ორდენის კავალერი (1999).

1941-1944 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1944-1948 მუშაობდა მსახიობად სხვადასხვა თეატრსა და სახელმწიფო ცეკვის ანსამბლში. 1953წელს  დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი - დრამის რეჟისორის კვალიფიკაციით . 1953-1956 მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. თეატრის დამდგმელ რეჟისორად და ამავე თეატრის დასის გამგედ. 1957-დან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად და მეორე რეჟისორად. მუშაობდა დუბლიაჟის რეჟისორად ფილმებზე: "პატარა სადგური"(1963); "ყველაზე ნელი მატარებელი"(1964). 1972 წელს მიენიჭა მხატვრული ფილმის პირველი კატეგორიის რეჟისორის კატეგორია.   

ფილმოგრაფია

დიდოსტატის მარჯვენა  (1968- 1970) - დამდგმელი რეჟისორი (ვახტანგ ტაბლიაშვილთან ერთად)

ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (1972)- დამდგმელი რეჟისორი

ყვარყვარე (1973)  - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

გამოაღეთ ფანჯრები (1981) - დამდგმელი რეჟისორი

ყველა კომეტა როდი ქრება (1982) - დამდგმელი რეჟისორი

ომი ყველასთვის ომია  (იაკობი, სტალინის შვილი, 1990)  - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

წითელი პატეფონი  (1995) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი