შორენა თევზაძე

რეჟისორი

დაიბადა 12.12.1983

2005 წელს  დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოკუმენტური კინოს რეჟისურის ფაკულტეტი (გია ჭუბაბრიას სახელოსნო), 2014 წელს  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ხელოვნების მაგისტრატურა.   ასევე გავლილი აქვს დოკუმენტური კინოს მოკლე კურსი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში USC. მონაწილეობდა BERLINALE TALENT CAMPUS–სა და SARAJEVO TALENT CAMPUS–ში, LISBON DOC, EURASIADOC და სხვა...გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში. "დიდუბე, ბოლო გაჩერება" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერაც შვეიცარიაში ფესტივალ VISION DU REEL–ზე შედგა.

 ფილმოგრაფია

დუმილი (დოკ. 2007) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი

ბოთლი ღვინო (დოკ. 2010) -  სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი

ფრაგმენტები აბასთუმნიდან (დოკ. 2011)- სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი

დიდუბე, ბოლო გაჩერება (დოკ. 2017) - სცენარისტი, რეჟისორი,  პროდუსერი