გიორგი მასხარაშვილი

მხატვარი, რეჟისორი

დ.  18.10.1977 წ., თბილისში. 

2000 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. არის რამდენიმე სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმის მხატვარი. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.  გადაღებულია ათამდე  ფილმში. მისი ილუსტრაციებით გამოვიდა ნილს სიმეონის საბავშვო წიგნი "14 კრისტალის თეორიია"  (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.2018)

ფილმოგრაფია:

  გუშინ-დღეს (2003) - მსახიობი

  თბილისი - თბილისი (2005) - მსახიობი (დათო)

  ამბავი (2006) - ოპერატორი, მხატვარი  

  ბროდვეი 45 (2007)- სცენარისტი, მხატვარი, ოპერატორი, რეჟისორი, მემონტაჟე 

  მედიატორი (2008) - მხატვარი  

  თბილისური  Love Story (2009) - ერთ-ერთი ნოველის რეჟისორი

  გული  + (2011) - მსახიობი

  მესაათე (2011)- სცენარისტი, მხატვარი, რეჟისორი, მსახიობი

  იბრძოლე (2013) - მსახიობი

  თბილისო, მე შენ მიყვარხარ! (Tbilisi, I Love You!  2014) - მსახიობი

  პატარძლები (2014) - მსახიობი (გოგა)

  ახლა შემიყვარდები (2015, უკრაინა/საქართველო) - მსახიობი (არამ)

  გაყინული შადრევნების წელიწადი (2015) - მხატვარი

  პარადოქსი (2015, ტელესერიალი) - მსახიობი

  სიმართლე (2015, აშშ) -  მსახიობი (შინ ფორმანი)

 პეპლების იძულებითი მიგრაცია (2023) - მხატვარი