ლიდერი ყოველთვის მართალია (2010)
რეჟისორი: სალომე ჯაში
სიუჟეტი: ბანაკი, სადაც ახალგაზრდები საზაფხულო არდადეგებს ატარებენ, ერთი ჩვეულებრივი დასასვენებელი ადგილი იქნებოდა, რომ არა მისი სახელი - პატრიოტთა ბანაკი. მოზარდებს, რომლებიც აქ ისვენებენ, პატრიოტები ჰქვიათ.
ფილმი მცდელობაა გაარკვიოს, რა ამბიციები აქვთ ახალგაზრდებს საქართველოში და რას ითხოვს მათგან ხელისუფლება. ბანაკში ყველა უნდა დაემორჩილოს რაზმის ლიდერს, ლიდერი კი - ბანაკის ხელმძღვანელს. იდოლოგიზირებულ ბანაკში მორჩილება იდეოლოგიის მორჩილებას ნიშავს… სანამ ერთ-ერთი პატრიოტი ამ იერარქიას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს.
რეჟისორი: სალომე ჯაში
ოპერატორები: შალვა სოყურაშვილი, სალომე ჯაში
ხმის ოპერატორი: დავით სიხარულიძე
მონტაჟი: სალომე ჯაში
ხანგრძლივობა: 43 წთ
პროდუსერი: სალომე ჯაში
ფილმი შექმნილია საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში “1989-2009: ცვლილებები საქართველოსა და გერმანიაში”