დადუმებულები (2009)

რეჟისორი: სალომე ჯაში

 

სიუჟეტი:  ფილმი ცდილობს მაყურებელი იმ ადამიანების მეხსიერებაში ჩაახედოს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომი საკუთარ თავზე გადაიტანეს. ეკრანზე არც ომის საშინელებათა ამსახველი კადრები ჩანს და არც სევდიან ისტორიებს ყვება ვინმე. ფილმი ომის განცდის გადმოსაცემად სულ სხვა ფორმულას მიმართავს.
ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი (უმც)
ხმა: ნიკა ფანიაშვილი
მონტაჟი: სალომე ჯაში
პროდუსერები: ნინო ორჯონიკიძე, სალომე ჯაში
ხანგრძლივობა: 12 წთ

დოკუმენტური ფილმების სერია : "დემოკრატიის 10 წუთი" 
სერიის პროდუსერი: ვანო არსენიშვილი

საქდოკ ფილმი, არტეფაქტ პროდაქშენი

ფინანსური მხარდაჭერა: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "ბრიტანული საბჭო",  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი