ერთ-ერთი მინისტრი (2008)
დამდგმელი რეჟისორები: სალომე ჯაში, გიორგი წიქარიშვილი
სიუჟეტი: ბაკურ კვეზერელი 27 წლისაა. ის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობს და ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში. ამბობს, რომ არაფერია ისეთი, რაც საკუთარ თავში არ მოსწონს.
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი მამასახლისი
ხმის ოპერატორი: დავით სიხარულიძე
მომტაჟი: სალომე ჯაში
პროდუსერები: სალომე ჯაში, გიორგი წიქარიშვილი
ხანგრძლივობა: 16 წთ
საქდოკ ფილმი
ფილმი ნაჩვენები იყო ჰოლანდიურ ტელეარხ VPRO-ზე 2008 წლის ნოემბერში პროგრამის ფარლებში "ახალგაზრდად ყოფნა საქართველოში".