მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა (2003)
Depui qu’Otar est parti
რეჟისორი: ჟული ბერტუჩელი
ჯილდოები: 2003. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი. კრიტიკის კვირეულის დიდი პრიზი, დიდი ოქროს რელსი - ჟული ბერტუჩელს
2004. სეზარი პირველი მხატვრული ფილმისთვის - ჟული ბერტუჩელს
2004. დოვილის კინოფესტივალი. პრიზი საუკეთესო ფრანგული სცენარისათვის -ჟული ბერტუჩელს , ბერნარ რენუჩის
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმი სხვადასხვა თაობის სამ ქალზე მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა პარიზში, თბილისში რჩება მისი მოხუცებული დედა, ეკა, ოთარის და მარინა, დისშვილი - ადა. გარკვეული ხნის შემდეგ ადა და მარინა შეიტყობენ, რომ ოთარი დაიღუპა, მაგრამ გადაწყვეტენ არაფერი გაუმხილონ მოხუცებულ დედას, ისინი წერენ წერილებს ოთარის სახელით, პასუხობენ წარმოსახვით სატელეფონო ზარებს, სასწრაფოდ მალავენ პარიზიდან გამოგზავნილ გარდაცვლილის ჩემოდანს... ხანგრძლივი გაუჩინარებით შეშფოთებული დედა მალულად ყიდის შვილის ძვირფას ბიბლიოთეკას, რათა პარიზს გაემგზავროს მის სანახავად. ადა და მარინა იძულებულნი არიან თან გაჰყვნენ, რათა სცადონ გაახანგრძლივონ “კეთილშობილი” ტყუილი.
სცენარისტები: ჟული ბერტუჩელი, ბერნარ რენუჩი
ოპერატორი: კრისტოფ პოლოკი
მხატვარი: ემანუელ დე შოვინი
როლები: ესთერ გორინთინი (ეკა, ოთარის დედა), ნინო ხომასურიძე (მარინა,ოთარის და), დინარა დრუკაროვა (ადა, ოთარის დისშვილი), თემურ კალანდაძე, რუსუდან ბოლქვაძე, საშა სარიშვილი, დემეტრე (დუტა) სხირტლაძე
ხანგრძლივობა: 102 წთ
ქვეყანა: საფრანგეთი, ბელგია
ენა: ფრანგული
ფერი: ფერადი